იოსირო ნაკამაცუ – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული იაპონელი გამომგონებელი – იოსირო ნაკამაცუ იმ უიშვიათეს ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, ვინაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში უღებს ფოტოებს ყველა საკვებ პროდუქტსა და კერძს, რომლებსაც თავად შეექცევა. გარდა ამისა, იგი საგულდაგულოდ უკეთებს კვლევასა და ანალიზს მათ სარგებლიანობას, რასაც დაწვრილებით აღწერს პირად დღიურებში. ამ უცნაურ ჩვეულებას, რისთვისაც ნაკამაცუს 2005 წელს „შნობელის პრემია” მიენიჭა, იაპონელი გამომგონებელი უკვე 34 წელიწადია მისდევს.
იოსირო გეგმავს, სწორი კვების რეჟიმის დაცვით – 144 წლის განმავლობაში იცოცხლოს ამქვეყნად. – (ავტორი გენია.ჯი)