ფრიც ცვიკი – „ეპიზოდი”
შვეიცარიული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ასტროფიზიკოსი და ბნელი მატერიის პირველაღმომჩენი – ფრიც ცვიკი (1898-1974 წლები), არასოდეს ერიდებოდა საკუთარი მოსაზრების გამოთქმას, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო იგი საზოგადოებისთვის. (ავტორი გენია.ჯი) მკაცრი პირდაპირობით გამორჩეული მეცნიერი არც თავის გარშემომყოფ ადამიანებს უფრთხოდა, როცა მათ „სფერულ ნაძირლებად” მოიხსენიებდა. ერთხელ ჰკითხეს კიდეც, რატომ გამოიყენებდა ასეთ შეურაცხმყოფელ ეპითეტს გარშემომყოფთა მიმართ, რაზედაც ცვიკიმ ჩვეული პირდაპირობით გასცა პასუხი – „რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედო მათ, ყველა მხრიდან ნაძირალები არიან და იმიტომო”. – (ავტორი გენია.ჯი)