ქრისტეფორე კოლუმბი – „ეპიზოდი”
იტალიური წარმომავლობის მქონე საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი მეზღვაური – ქრისტეფორე კოლუმბი (1451-1506 წლები), ვინაც ერთ-ერთმა პირველმა გადაცურა სარგასისა და კარიბის ზღვები, აღმოაჩინა ახალი კონტინენტი და დაამტკიცა, რომ დედამიწა მრგვალია, არაფერზე იხევდა უკან მაშინ, როდესაც საქმე მისი საზღვაო მოგზაურობების დაფინანსების წყაროების მოძიებას შეეხებოდა. (ავტორი გენია.ჯი) რიგი ისტორიული ცნობების თანახმად, ამ მიზნით კოლუმბი საშინელებებს სჩადიოდა თურმე. ასე მაგალითად: ეგრეთ წოდებული „ახალი მსოფლიოს” აღმომჩენი ზღვაოსანი მონებად ჰყიდდა არა მხოლოდ ზრდასრულ ქალებს, არამედ პატარა გოგონებსაც კი. ეს ამორალური „ბიზნესი” კარგად ჰქონდა აწყობილი ქრისტეფორესო, – ირწმუნებიან იგივე წყაროები. გარდა ამისა, კოლუმბი ერთობ ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა ახლადაღმოჩენილ მიწებზე მაცხოვრებელ ხალხებშიაც. მისი სისასტიკის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაში ლეგენდები დადიოდა. მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ „თეთრი ადამიანების” მეთაურს ხშირად სჩვეოდა ნადირობა არა მხოლოდ გარეულ ცხოველებზე, არამედ ადამიანებზეც. „მან მასობრივი გენოციდი მოუწყო კუბის მოსახლეობასო”, – ამტკიცებენ კუნძულის მკვიდრები. ის კი არადა, კოლუმბის სასტიკი და ულმობელი ბუნებიდან გამომდინარე, მის ხელში ტყვედ ჩავარდნას და დამონებას, სიამაყით გამორჩეული ავარაკების ინდიელმა ხალხმა – მასობრივი თვითმკვლელობის აქტის ჩადენა ამჯობინა. ავარაკებისათვის იმ ავადსახსენებლ პერიოდში, ოჯახის წევრები შეგნებულად ხოცავდნენ ერთმანეთს. მათ შორის, ბავშვებსაც. – (ავტორი გენია.ჯი)