იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – “პოეზია და სიმართლე: ჩემი ცხოვრებისა”

“პოეზია და სიმართლე: ჩემი ცხოვრებისა” – გახლავთ უდიდესი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს (1749-1832 წლები),ავტობიოგრაფიული ნაწარმოები.1808 წელს მწერალმა დაასრულა შეკრება თავისი ნამუშევრებისა,რის შემდეგაც გამომცემლებმა მას შესთავაზეს დაეწერა ავტობიოგრაფიული წიგნი,რომელიც მკითხველსა და დაინტერესებულ საზოგადოებას გოეთეს პერსონის მიმართ სრულ ინფორმაციას გადასცემდა,მისი შემოქმედების და პიროვნული თვისებების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) გამომცემელის მიერ გოეთესათვის მიწერილ წერილში ვკითხულობთ: “ნაწარმოებები ყოველთვის რჩება კავშირის გარეშე და ხშირად წარმოუდგენელიც კია დაიჯერო,რომ ისინი ერთი და იმავე მწერლის დაწერილი იყოს.მე გთხოვთ რომ წარმოგვიდგინოთ თქვენი ცხოვრებისეული,სულიერი და შემოქმედებითი მდგომარეობა,რომელმაც თქვენ მოგცათ მასალა თეორიული ბაზისთვის,რომელსაც თქვენ მკითხველს გადმოგვცემთ”.

გოეთე დათანხმდა ამ წინადადებაზე და 1811 წელს დაიწყო მუშაობა საკუთარ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებზე,თუმცა აღსანიშნავია,რომ ამ წიგნის დაწერა 20 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და მხოლოდ 1831 წელს დაასრულა იგი.გოეთეს სიცოცხლის მანძილზე ამ წიგნის პირველი სამი ნაწილი გამოიცა და თავდაპირველი სახელწოდებაც “პოეზია და სიმართლე” გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) იდეა წიგნის სახელწოდებისა,როგორც ცნობილია გოეთეს მიაწოდა მწერალმა და იმ პერიოდში საკუთარმა მდივანმა – ფრიდრიხ ვილჰელმ რიმერმა (1774-1845 წლები).თხრობა მოიცავს 1749-1775 წლების პერიოდს,დაბადებიდან ვეიმარში საცხოვრებლად გადასვლამდე.წყაროები კი გოეთეს თავისი მახსოვრობის და იმ შემონახული ძველი ჩანაწერებიდან შემორჩა,რომელსაც იგი ამა თუ იმ მოვლენის დროს იწერდა.აქვე ის აქვეყნებს მეგობრებთან მიმოწერებსაც.ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარი გოეთეს შემოქმედებისა – ევგენი ბრაუდო ამ წიგნის შესახებ წერდა: “ეს გახლავთ ისტორიული წიგნი გოეთეს ცხოვრებისა,სადაც გამოქვეყვებული აქვს წერილები დასთან,მეგობრებთან და იგი ერთგვარი მისი ლიტერატურული შემოქმედების მატიანედ გვევლინება”.

დღესღეობით თავდაპიველი ვერსია ამ შესანიშნავი წიგნის სახელწოდებისა – “პოეზია და სიმართლე”,დაემატა რამდენიმე სიტყვა და საბოლოო ჯამში მისმა ბიოგრაფიულმა წიგნმა მიიღო სახელწოდება “პოეზია და სიმართლე: ჩემი ცხოვრებისა”.აღსანიშნავია,ისიც,რომ ეს წიგნი არაერთ უცხო ენაზე იქნა თარგმნილი და გოეთეს შემოქმედების მოყვარულთათვის ერთგვარ გზამკვლევად ითვლება. (ავტორი გენია.ჯი)