აუზიას მარკი
აუზიას მარკი – დაიბადა 1397 წელს განდიაში,ვალენსიის პროვინცია (ესპანეთი).იგი გახლდათ ის დიდი კატალონიელი (ესპანელი) პოეტი,რომელიც ასევე ცნობილი პოეტის – პერე მარკის ვაჟი გახლდათ.დაახლოებული იყო არაგონის,სიცილიის და ნეაპოლის მეფესთან – ალფონსო V დიდსულოვანთან (1394-1458 წლები).აუზისმა მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში – კორსიკაში,სიცილიაში,სარდინიაში,ნეაპოლსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. (ავტორი გენია.ჯი) 1425 წელს თავს ანებებს სამხედრო სამსახურს და 1428 წელს ბრუნდება სამშობლოში.1430 წლიდან ხელს კიდებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და იწყებს ლექსების წერას.1437 წელს დაქორწინდა იზაბელ მარტურელზე,რომელიც თავის მხრივ გახლდათ გამოჩენილი ვალენსიელი მწერლის,ავტორის პირველი რაინდული რომანისა,დაწერილი კატალონიურ ენაზე “თეთრი ტირანი” – ჟუანოტ მარტუელის და.მათი ქორწინება სულ რაღაც ორი წელიწადი გაგრძელდა,რადგან აუზიას თავს დაატყდა ტრაგედია და მეუღლე გარდაეცვალა. (ავტორი გენია.ჯი) პოეტმა დაარღვია იმ დროინდელი რიტორიული ტრადიციები,ცნობილი “პროვანსიელი ტრუბადურების” (შუა საუკუნეების პოეტ-მომღერლები).მან თავის ლექსებში შეიტანა თემები – სიყვარულზე,რწმენაზე,სიკვდილზე და სხვა საჭირბოროტო თემებზე.დღევანდელ დღემდე მისი 128 ნამუშევარი შემორჩა,რომლებიც დაწერილია ვალენსიურ ენაზე (კატალონიური ენის,ვალენსიური დიალექტი,რომლებზეც დღესაც საუბრობენ ვალენსიაში).მისი პოეზია ესპანური პოეზიის აღორძინების ეპოქაში გამოჩნდა.აუზიას მოსწავლეებად თავს მიიჩნევდნენ ცნობილი ესპანელი პოეტი-ნოვატორი – ხუან ბოსკანი და მისივე მეგობარი ესპანელი პოეტი გარსიალო დე ლა ვეგა.აუზიას მარკი გარდაიცვალა 1459 წლის 3 მარტს ვალენსიაში.მისი პოეზია იმდენად საინტერესო და ღირშესანიშნავი აღმოჩნდა ესპანური ლიტერატურისთვის,რომ აუზიას მარკის სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მერკურიზე. (ავტორი გენია.ჯი)