“სიბრძნის წუთი”
ერთ-ერთ ბრძენს საკუთარმა მოსწავლემ ჰკითხა:
- მასწავლებელო,რას იტყოდით იმის შესახებ,ჩემი დაცემა რომ გაგეგოთ?
- წამოდექი!
- კვლავ რომ დავეცე?
- კვლავ წამოდექი!
- გასაგებია,მაგრამ სადამდე უნდა გაგრძელდეს ასე ადამიანის დაცემა და კვლავ ფეხზე წამოდგომა?
- ეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ასე გრძელდება და გასაკვირი ამაში არაფერია.ამიტომ როდესაც დაეცემი კვლავ წამოდექი და დაიხსომე,რომ ერთადერთი ვინც დაეცა და ვერ წამოდგა,გახლავთ – გარდაცვლილი ადამიანი. (ავტორი გენია.ჯი)