კიტა აბაშიძე – შიო არაგვისპირელის შემოქმედების შესახებ…
“პირველი თვისება შიო არაგვისპირელის ნიჭისა არის ღრმა და უსასოო პესიმიზმი.იმის ნაწარმოების მიხედვით ჩვენი ცხოვრება არის შემდგარი სრულიად მოულოდნელი და უფერული შემთხვევებისაგან,ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებულია უაზრო და უმნიშვნელო მოვლენებზე; ჩვენ უბედურებას არსად თანამგრძნობი არა ჰყავს და ის ბუნება,რომელიც რომანტიკულ მწერალთათვის “გულ გადახურულთა მეგობარი” იყო,ნამდვილი შეუბრალებელი მაყურებელია კაცთა ცხოვრების უბედურებისა და უშინაარსობისა. (ავტორი გენია.ჯი) მეორე ხასიათი შიო არაგვისპირელის მწერლობისა შედეგია ჩვენი ლიტერატურის მსვლელობისა,მისი ნაწარმოებები არის შემაერთებელი ორი დიდი ლიტერატურული სკოლის ელემენტებისა,მისი თხზულებანი არიან რომანტიკული და რეალური სკოლის ზეგავლენით აღმოცენილნი.მისი ნაწარმოებები ყოველთვის მაღალი ზნეობისქმნილებაა,მეტად კეთილშობილური გრძნობების აღმძვრელნი.შიო არაგვისპირელის ნაწარმოებთა გმირების და პერსონაჟების ბუნების ამგვარი პესიმისტური მიმართულების შედეგია ის,რომ მათ არა აქვთ რწმენა არც კაცთა ძალისა,არც ქვეყნად კეთილის გამარჯვებისა,მით უმეტეს არ აქვს მათ არ აქვთ რწმენა თავის თავისა.ამ თეორიას აღიარებენ,რომ კაცი მატლია,ფეხთა უბრალო მტვერი,რაღაც უცნაური ძალისა,ჭია-ღუა,რომელსაც გათელავს ხოლმე გარემოება,მტვერია,რომელსაც ტალახად აქცევს ყოველივე შემთხვევა.ცხოვრებაში ბოროტი იმარჯვებს ყოველთვისაო და ადამიანთა პირუტყვობის დამამცირებელი სასტიკი ჭიდილი ცხოვრებისთვის მეფობს და იმეფებს ყოველთვის,როგორც გვასწავლის მეცნიერებაო… ამგვარი თეორიებით აღვსილ თავს აღარ შეუძლია დაბადოს რაიმე რწმენა… იგი მის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირს ათქმევინებს კიდეც: “ადამიანის გულწრფელობა მინდა მწამდეს! მინდა! მინდა!
შიო არაგვისპირელის აზრით,ცუდი გარემოება ზოგს კლდესავით აქცევს და ზოგს კი – მიწასთან ასწორებს,აქცევს ბუმბულად და,საითაც უნდა,იქით გააქანებს.ნეტარება პირველთ! ისინი ცხოვრებაში გამარჯვებულნი არიან,გმირებად ხდებიან.მეორენი-კი…
მისი გმირების სიტყვებია: “ჩემი სამშობლო ჩემი გულია და სადაც მე ვიქნები,სამშობლოც იქ იქნება. (ავტორი გენია.ჯი) ამ სიტყვებში შიო არაგვისპირელის ცხოვრების განვლილი ეტაპია გადმოცემული უთუოდ.იგი ახალგაზრდა მწერალთა შორის ყველაზე უფრო ღრმა ფსიქოლოგია და ყველაზე უფრო სერიოზული მორალისტი,ამ სიტყვების საუკეთესო მნიშვნელობით; ადამიანის სულიერი ცხოვრების მოვლენას იგი ნესტრით ჰკვეთს,ანაწილებს და,რაკი დაინახავს გულის ამრევ მოვლენას,ზიზღსა და აღშფოთებას გადმოანთხევს უმსგავსოების წინააღმდეგ: ყოველ ფრაზაში,ყოველ საიტყვაში იხატება ეს აღშფოთება,ეს მისი უკმაყოფილება დღევანდელი ცხოვრებით,რაც საპატიო ადგილს აძლევს საუკეთესო მომავლის ერთ-ერთ მოქმედ ნიჭიერ არსებათა შორის”.