ჟოზე მარტინიანუ დე ალენკარი
ჟოზე მარტინიანუ დე ალენკარი - დაიბადა 1829 წლის 1 მაისს მესეჟნაში – ფორტალეზასთან ახლოს (სეარას შტატი,ბრაზილია) კრეოლურ ოჯახში.იგი გახლდათ გამოჩენილი ბრაზილიელი მწერალი,დრამატურგი და პოლიტიკოსი.დაწყებითი განათლება რიო-დე-ჟანეიროში მიიღო.1844 წელს სან-პაულუში გადადის,სადაც სწავლა განაგრძო იურიდიული ფაკულტეტის მოსამზადებელ კურსებზე.სწავლა დაასრულა 1850 წელს,რის შემდეგაც მიიღო იურისტის დიპლომი და იწყებს ადვოკატის მოვალეობების შესრულებას. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ჟოზე მარტინიანუს ლიტერატურული და პოლიტიკურად აქტიური ცხოვრება.მისი მეგობრის – ფრანსისკო ოტავიანოს მიწვევით მოღვაწეობას იწყებს ჟურნალ “Correio Merkantil”-ში თანამშრომლად.გარდა ამ ჟურნალისა ის სტატიებს წერდა სხვადასხვა პრესის გამოცემებშიც.1856 წელს პირველად გამოქვეყნდა მისი რომანი “ხუთი წუთი”1857 წელს კი “გუარანი”,რომელმაც მას დიდი აღიარება მოუტანა. (ავტორი გენია.ჯი) 1865 წელს კი იბეჭდება მისი მოთხრობა “ირასემა”,რომელშიც აღწერილია ტრაგიკული სიყვარული ინდიელი გოგონასა და პორტუგალიელი ვაჟის.ამ მოთხრობამ დიდი მოწონება დაიმსახურა მკითხველში.ჟოზე სულ მალე არჩეულ იქნა დეპუტატად,ხოლო მოგვიანებით კი იუსტიციის მინისტრად.მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა მწერალი მაინც დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა ლიტერატურულ სამყაროში.1870 წელს აქვეყნებს რომანს “გუაჩო”.სულ მწერალმა მისი ცხოვრების მანძილზე 30-მდე რომანი დაწერა.წერდა ასევე დრამატურგიულ ნაწარმოებებს სცენისთვის.ჟოზე მარტინიანუ დე ალეკარი გარდაიცვალა 1877 წლის 12 დეკემბერს რიო-დე-ჟანეიროში.მისი ნაწარმოებები კი არა ერთ უცხო ენაზე ითარგმნა. (ავტორი გენია.ჯი)