თეოკრიტე
თეოკრიტე - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 300 წელს კუნძულ სიცილიაზე,სირაკუზაში ან მის ახლო ტერიტორიაზე.იგი გახლდათ დიდი ძველბერძენი პოეტი და მწერალი.მოზარდის ასაკში ტოვებს მშობლიურ კუთხეს და მიემგზავრება კუნძულ კოსზე (ხმელთაშუა ზღავში,საბერძნეთი),სადაც შეუერთდა პოეტების ჯგუფს,რომლებიც თავის მხრივ ფილოტეს ირგვლივ იყვნენ შემოკრებილი.არის მოსაზრება,რომ თეოკრიტემ მისი პირველი ნაბიჯები პოეზიისა,სწორედ კუნძულ კოსზე გადადგა. (ავტორი გენია.ჯი) ამ პერიოდს მიაკუთვნებენ მის შემოქმედებით ნაწარმოებებს “იდილია XVI”-ს (რომელიც ეგვიპტის მეფეს მიუძღვნა) და “ჰიერონს”.მის ნაწარმოებში “ჰიერონი”,იგი სირაკუზის მმართველს (ტირანს) ჰიერონ II-ს (ძვ.წ.აღ-ით 270-215 წლები) მიიღოს თეოკრიტე სამეფო კარზე და გაუწიოს მატერიალური დახმარება.მიუხედავად ამ თხოვნისა,ჰიერონ II ღირსად არ თვლის თეოკრატეს პასუხი გასცეს,რის შემდეგადაც პოეტი ასეთივე თხოვნით მიმართავს ეგვიპტის მეფეს პტოლემე II ფილადელფოსს (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 283-246 წლებში).ამის შემდგომ იგი მიწვეულ იქნა ეგვიპტელთა მეფის მიერ ალექსანდრიაში დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 270 წელს.ალესანდრიაში მან რამდენიმე წელი იცხოვრა,სადაც გაიცნო კალიმაქე.თეოკრიტე განსხვავებით იმ დროინდელი პოეტებუისა,არ ინტერესდებოდა ფილოლოგიური კვლევებით.მან იქ შეისწავლა სხვადასხვა მეცნიერებები და გაეცნო მათ ყოფა-ცხოვრებას,რის შემდეგაც ბრუნდება კუნძულ კოსზე და ასევე მოგზაურობს სხვადასხვა ქალაქებში. (ავტორი გენია.ჯი) იგი მიიჩნეოდა დიდი ტალანტის მქონე პოეტად და მისი 30-მდე კრებული შემორჩა სახელწოდებით “იდილიები” (სურათები).მათ შორის ერთი მესამედი ბუკოლიკური ჟანრისაა და გაჯღენთილია “სოფლური ელეგიებით”.ასევე ჩვენთვის ცნობილია თეოკრიტეს მიერ დაწერილი 25 ეპიგრამა.თუმცა არის მოსაზრება,რომ ეს არ გახლავთ სრულყოფილი შემოქმედება თეოკრიტესი.აღსანიშნავია,რომ ბუკოლიკები დიდი პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთ ევროპაში,რენესანსის ეპოქაში.თეოკრიტე გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 260 წელს.მისმა შემოქმედებამ კი ფესვები ძველბერძნულ ფოლკლორშიც გაიდგა. (ავტორი გენია.ჯი)