მიგელ დე სერვანტეს საავედრას “ანდერძი”
” – მთელი სასყიდელი უკანასკნელ კაპიკამდე გადახდილია.აწ უფლება მაქვს,დავიტევო მონობის ბუნაგი – ალჟირი.ჩემი ცხოვრება თითქოს ხანგრძლივი გაუგებრობა იყო,ჩემს სიცოცხლეში არ მახსოვს არც ერთი მზიანი დღე,რომ შემძლებოდა ფორტუნის ბორბალზე ზეასვლა.როგორც კი ვიწყებდი მასზე აბობღებას,მაშინვე შეწყდებოდა მისი ტრიალი,ანდა უკუღმა დაგორდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც არ უნდა ყოფილიყო ჩემი საქმე,მაინც საცოდავი ლიტრის ამბავი მემართებოდა (ესპანური ანდაზა: ქვა მოხვდა ლიტრას,ვაი ლიტრის ბრალიო,და ლიტრა გატყდა,მაინც,ვაი ლიტრის ბრალიო).ვტოვებ ამ გატანჯულ წუთისოფელს,მივათრევ ზურგზე აკიდებულ მძიმე ლოდს წარწერით,სადაც ამოიკითხავენ ჩემი იმედების დამსხვრევას და განადგურებას,ალბათ,ასე სწყუროდათ ღმერთებს,რომელთა წინაშე არასოდეს მომიხრია ქედი.ბევრი კარგი რამ გავაკეთე და ეს მიმყვება იმედად ცივ სამარეში”. (ავტორი გენია.ჯი)