ვახტანგ კოტეტიშვილი “ვაჟა-ფშაველას” შესახებ…
“ვაჟა-ფშაველამ ამოიცნო მშობლიურ მთა-კლდეებზე ამოჭრილი ლურსმნული წარწერები და მთელი ბუნება ისე მომართა,როგორც მისი გული იყო მომართული.მაგრამ აქ ორმაგი პროცესი იყო.თვითონაც ბუნების მოწაფეა.მან თავისი ბუნებისაგან ისწავლა და არც იღლება დღე-ღამ ბუნების თვალში ცქერით. (ავტორი გენია.ჯი) მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითადი პრინციპი იყო: დასულიყო ყოველი მოვლენისა და საგნის საიდუმლოს ძირამდე,ეპოვნა ყველა შორეული და უხილავი კავშირი,რომელიც მსოფლიო ცხოვრებას ქმნის,შთაბეჭდილებათა ასოციაციებსა და ლოგიკურ კოორდინაციებს იქით მიეგნო იმ ტრანსცენდენტალურ შეგნებამდე,რომელსაც ვერ მივწვდენივართ და ბუნების საიდუმლოებას ვეძახით”. (ავტორი გენია.ჯი)