ამონარიდი ვიქტორ მარი ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„ოქრო ყოველ წელიწადს, ხახუნის გამო, თავისი მოცულობის ერთ მეათასოთხასედ ნაწილს კარგავს; ამას ფულის წონის დაკარგვას უწოდებენ. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ მილიარდ ოთხასი მილიონი ოქროდან, რაც მთელი დედამიწის ზურგზე ხმარება-ბრუნვაშია, ყოველწლიურად ერთი მილიონი იკარგება.ეს მილიონი ოქრო, მოძრაობის გამო ჰაერში უწვრილეს ფიფქებად ამტვერებულ-ანიავებული, ადამიანის მიერ ფილტვებში ჩაისუნთქება, ჩვენს სინდისს ტვირთავს, აყრუებს, ამძიმებს; უერთდება მდიდრების სულს, რის გამოც მდიდარი გოროზი ხდება; ღარიბთა სულსაც უერთდება. ღარიბი კი ამის გამო სასტიკი ხდება”. (ავტორი გენია.ჯი)