შანდორ პეტეფი
შანდორ პეტეფი - ნამდვილი სახელი – ალექსანდრე პეტროვიჩი,დაიბადა 1823 წლის 1 იანვარს კიშკიოროშში (უნგრეთი).იგი გახლდათ ის ერთ-ერთი უდიდესი უნგრელი პოეტი,რომელიც აღიარებულ იქნა “უნგრეთის ეროვნულ პოეტად”.გარდა ამისა შანდორი წარმოადგენდა დემოკრატ რევოლუციონერს,ლიდერს უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციისა და “უნგრეთის ეროვნულ გმირს”.წარმოშობით შანდორი სლავი იყო.მამა – სტევან პეტროვიჩი სერბი იყო და ვაჭრობდა საქონლით,ხოლო დედა – მარია გრუზოვა ღარიბი სლოვაკური ოჯახიდან გახლდათ გამოსული. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად შანდორის ასეთი წარმომავლობისა,იგი უნგრეთის გულმხურვალე პატრიოტი და მოყვარული გახლდათ.როდესაც შანდორი ერთი წლის იყო,ოჯახი საცხოვრებლად კიშკუნფელედჰაზაში გადავიდა (ბუდაპეშტიდან 130 კილომეტრის მოშორებით).სწორედ ამიტომ,პოეტი აღნიშნულ ქალაქს,მის მშობლიურ ქალაქად მიიჩნევდა.სტევანი,მისი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ცდილობდა შვილისათვის საუკეთესო განათლება მიეცა,თუმცა “კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო”,სწორედ ასე დაემართათ. (ავტორი გენია.ჯი) 1838 წელს საშინელმა წყალდიდობამ ოჯახს დიდი მატერიალური ზარალი მოუტანა და იძულებული გახდნენ შანდორი ლიცეუმიდან,ფინანსების უქონლობის გამო გამოეყვანათ.1839 წელს,ოჯახის ასეთი მდგომარეობიდან გამომდინარე,შანდორი სამხედრო საქმიანობას იწყებს,თუმცა 1841 წელს ავადმყოფობის გამო იგი დაითხოვეს ჯარიდანაც.ამ პრობლემებით თავმობეზრებული მომავალი პოეტი იწყებს “მოხეტიალე მსახიობობას”.მოგვიანებით კი ეწევა რეპეტიტორობას.რის შედეგადაც მან მოუყარა თანხას თავი და აგრძელებს სწავლას პაპის კოლეგიაში,სადაც გაიცნო თავისი საუკეთესო ცხოვრების მეგობარი – მორ იოკაი (რომანისტი და მწერალი).შანდორმა მისი პირველი პოეტური ქმნილება – ”მსმელი” გამოაქვეყმა 1842 წელს.ხოლო ამავე წლის 3 ნოემბერს,პირველად აქვეყნებს ლექსებს ფსევდონიმით – შანდორ პეტეფი.პოეტის პირველი კრებული – “ლექსები” გამოსცა 1844 წელს,უნგრელი პოეტის მიხაი ვერიოშმარტის რეკომენდაციით.მან შანდორში პოეტის დიდი ნიჭი დაინახა.აღსანიშნავია,რომ შანდორი გამომცემლობაში,ფეხით დებრეცენიდან პეშტამდე იმისათვის ჩავიდა,რომ მისი პირველი კრებულის გამოცემა არ დაგვიანებულიყო.ავსტრიული ჰაბსბურგების დესპოტიზმის წინააღმდეგ თავისი შეხედულებები ლექსებში ჩააქსოვა.ამასთანავე ჩაერთო პოლიტიკაში და სხვა პატრიოტებთან ერთად ითხოვდა დემოკრატიულ ტრანსფორმაციას ქვეყნისა.რასაც მიუძღვნა კიდეც ლექსები – “მეფის წინააღმდეგ” და “გარეული ყვავილი”.თავის მიერ დაწერილი ირონიული ჟანრის პოემა – “სოფლის ურო”,დღემდე დიდ მოწონებას იწვევს მკითხველში.1846 წელს შანდორი მის მეგობარ მწერალთან – იანოშემ არანესთან ერთად შეეცადა ჩამოეყალიბებინა უნგრული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.პირველი ასეთი მცდელობის დროს ჩამოყალიბდა რადიკალური ახალგაზრდული მოძრაობა,სახელწოდებით – “ათეულების საზოგადოება”.1847 წელს კი პოეტი სათავეში უდგება რევოლუციურ ორგანიზაციას – “ახალგაზრდა უნგრეთი”. (ავტორი გენია.ჯი) ამავე წელს დაქორწინდა იულია სენდრეიზე,რის შემდეგაც უფრო აქტიურად ერთვება რევოლუციურ მოძრაობაში.საფრანგეთის რევოლუციამ,კიდევ უფრო დიდი რეზონანსი გამოიწვია უნგრელ ხალხში და 1848-1849 წლებში,შანდორის ერთ-ერთი ხელმძღვანელობით უნგრეთის რევოლუციაც განხორციელდა.იგი ქადაგებდა დემოკრატიულ ნორმებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას.შეადგინა “12 პუნქტიანი” პროგრამაც.მისივე შეხედულებებმა,ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა უნგრელ მოსახლეობაში,ხოლო შანდორის პოეზია საერთო-სახალხო პოეზიის ფორმებადაც კი ჩამოყალიბდა.შანდორ პეტეფი,რომელიც მოგვიანებით “უნგრეთის ეროვნულ გმირად” იქნა აღიარებული 1849 წლის 31 ივლისს შეგეშვართან ბრძოლაში პასკევიჩის კაზაკთა (რუსების) არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცა.მოგვიანებით,მისი სახელი უნგრეთში ეწოდა ქუჩებს,ხიდებს,ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს.ცნობისათვის მისი სახელი ჩვენს დედაქალაქში თბილისში ერთ-ერთ ქუჩასაც დაერქვა.პეტეფის მშობლიურ ქალაქში კი გაიხსნა შანდორ პეტეფის მუზეუმი.დიდი პოეტი არა მარტო მისი პოეზიით,არამედ დიდი მამულიშვილიც გამოირჩეოდა,რის გამოც მისი სახელი უნგრეთში თაობებიდან თაობებს გადაეცემა. (ავტორი გენია.ჯი)