გურამ ბენაშვილი – ლადო ასათიანის პოეზიის შესახებ…
“ფიქრი ლადო ასათიანის პოეზიაზე ბუნებრივად უკავშირდება ლირიკის,ამ უსათუთესი ჟანრის იდუმალებას და იმ ადამიანურ აღქმას,რომლითაც ხდება იგი ძვირფასი და დაუვიწყარი.უპირველეს ყოვლისა ის,რომ ლირიკა სხვა არაფერია,თუ არა ერთადერთობით გაოცებული სულის მონოლოგი,რომლის ღირსება მხოლოდ იმით მოწმდება,რამდენადაა იგი არავის მსგავსი,უცხო და სრულიად ახალი თრთოლვის მომგვრელი… (ავტორი გენია.ჯი) რომ ყოველი ნამდვილი ლირიკოსი სრულიად განმარტოებული სულიერი სამყაროა და შეურაცმყოფელია მისთვის სხვაში აღრევა და შერწყმა… რომ ლირიკული ლექსი ამოუწურავ და ბოლომდე გაუცნობიერებელ მოვლენას წარმოადგენს და თავისი უამრავი შინაგანი გრაციადების გამო ნაკლებად ემორჩილება თუნდაც გამოცდილი ლიტერატორის ანალიტიკურ რეფლექსიებს…
ლადო ასათიანის ლირიკული სამყარო სწორედ ამ სააზროვნო კონტექსტში წარმოდგინდება… ურთულესი,ძნელად მისაღწევი სისადავის წარმტაცი საბურველი,ერთი ჯერ კიდევ ჭაბუკი შემოქმედის და ადამიანური დოკუმენტების მაღალი უფლებებით მოსავს და წარმოაჩენს”… (ავტორი გენია.ჯი)