ჰაინრიხ თეოდორ ბიოლის რომანიდან – “კლოუნის თვალთახედვა”…
“განსაკუთრებით მაწამებს ხელოვნებაზე გადაღებული ფილმები.უმეტეს შემთხვევაში,ხელოვნებაზე ისინი იღებენ ფილმს,ვინც ვან გოგის სურათში ერთ კოლოფ თამბაქოს კი არა,მხოლოდ ნახევარს გაიღებდნენ და შემდეგ ამასაც ინანებდნენ,რადგან მიხვდებოდნენ,რომ თავად მხატვარი მას ერთ საჩიბუხე თამბაქოს ფასად დათმობდა.ამგვარ სურათებში ხელოვანის სულიერი ტანჯვა,გაჭირვება და დემონთან ბრძოლა მუდამ წარსულშია გადატანილი. (ავტორი გენია.ჯი) კინომუშაკებს არ აინტერესებთ ცოცხალი ხელოვანი,რომელსაც სიგარეტის ფული არ აქვს და ცოლისთვის ფეხსაცმელი ვერ უყიდია,რადგან მოლაყბეთა სამმა თაობამ ჯერ ვერ დაარწმუნა,რომ ის გენიოსია.მოლაყბეთა ერთი თაობა მათ დასარწმუნებლად აშკარად არ კმარა.კლოუნს მარტო სიმშვიდე სჭირდება,თავის მოსატყუებლად მაინც უნდა ჰქონდეს ის,რასაც სხვები “თავისუფალ დროს” უწოდებენ.სხვებს არ ესმით,რომ მოჩვენებითი თავისუფალი დრო კლოუნს თავისი საქმიანობის დასავიწყებლად სჭირდება.არ ესმით რადგან ეგრეთწოდებული ხელოვნებისათვის ისინი მხოლოდ მაშინ მოიცლიან ხოლმა,როცა თავისუფალი დრო აქვთ,რაც სავსებით ბუნებრივია.სულ სხვა ხალხია ხელოვნებას მიტმასნილი.ისინი ხელოვენბის გარდა არაფერზე ფიქრობენ და თავისუფალი დროც არ სჭირდებათ,რადგან არ მუშაობენ.დიდ გაუგებრობას იწვევს,როცა ცას და მიწას ედებიან და ამბობენ,ხელოვნებას მიტმასნილი იგივე ხელოვანიაო.ხელოვნებას მიტმასნილი სწორედ მაშინ იწყებენ ხელოვნებაზე ლაპარაკს,როცა ხელოვანს ჰგონია,თავისუფალი დრო მაქვსო.ის რაც არახელოვანისათვის თავისუფალი საღამოა,კლოუნისათვის სამუშაო დროა.თუ რას ჰქვია თავისუფალი დრო,ეს ყველამ იცის.ერთი რამ კი ცხადია,ვინც ხელოვნების ნაწარმოებებს აგროვებს,ხელოვანი არ არის. (ავტორი გენია.ჯი) ცხადი შეგნება იმაის,რომ ხელოვანს არ შეუძლია,არ აკეთოს ის,რასაც აკეთებს; ხატოს თუ მხატვარია,თუ კლოუნია,იხეტიალოს ქალაქიდან ქალაქში,იმღეროს ან ქვისა თუ გრანიტისაგან “მარადიული ფასეულობანი” გამოაქანდაკოს.ხელოვანი ქალს ჰგავს,უსიყვარულოდ არსებობა რომ არ შეუძლია.ყველაზე მეტად ყოველდღიური ცხოვრების აბსურდულობის წარმოდგენა მეხერხებოდა: ვუკვირდები,დაკვირვებებს ვაჯამებ,შემდეგ ხარისხში ამყავს და ვხსნი ფესვებს,მაგრამ არა იმ მაჩვენებლით,რომლებითაც ხარისხში ავიყვანე,არამედ სხვებით.ამგვარი დაკვირვების საფუძველზე შეიქმნა “პანტომიმა”,სადაც გამალებით ვმუშაობდი ხელებით და ფეხებით,ხოლო ჩემი უძრავი,თოვლივით თეთრი სახე შუაში რჩებოდა.ოთხი კიდურით ვახერხებდი შემექმნა უამრავი გამვლელის ფუსფუსის შთაბეჭდილება.ჩემი მიზანია,სათქმელი ვთქვა რაც შეიძლება ძუნწი საშუალებებით,თითქმის ურეკვიზიტოთ.ნომრისათვის,რომელსაც ჰქვია “სკოლაში წასვლა და შინ დაბრუნება”,ზურგჩანთაც კი არ მჭირდება და საჭიროა მხოლოდ ხელი,რომლითაც ჩანთა გიჭირავს.ზოგჯერ რამდენიმე წუთით ჩავთვლემ,მაგრამ მაინც მგონია,თითქოს სამარადისოდ მოვწყდი ცხოვრებას,თითქოს გავყავი თავი კედელში,რომლის მიღმაც ბნელი უსასრულობა და მარადიული თავისუფალი დრო სუფევს,ეს კი მარადისობის მქონე განცდაა”. (ავტორი გენია.ჯი)