იოჰან ვოლფგანგ გოეთეს რომანიდან – “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”…
“ადამიანის ცხოვრება რომ სიზმარსა ჰგავს,ეს ბევრს აღუნიშნავს და მეც ამკვიატებია ეს აზრი ბოლო ხანს.
როცა იმ დაბრკოლებათ გავითვალისწინებ,რომელნიც ადამიანის მოქმედსა და მაძიებელ ძალებს ბორკავენ,ვრწმუნდები,რომ ყოველივე გარჯა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისკენაა ბოლოს მიქცეული,და ყველაფერ ამას სხვა მიზანი არ მოჰყვება,თუ არა ჩვენი უბადრუკი არსებობის გახანგრძლივება და ისიც ნათელია ჩემთვის,რომ ყოველნაირი გულის შეჯერება კვლევის ზოგიერთ შესაძლებლობათა შესახებ მხოლოდ მეცნიერთაგან მოგონილი ნუგეშისცემაა და სხვა არაფერი. (ავტორი გენია.ჯი) რადგან ჩვეულებრივად ჩვენ ნაირ-ნაირი ფერადებით ვამკობთ იმ კედელებს,რომელთა შორის თვითონვე ვართ გამომწყვდეული.ყოველივე სე,ფრიად მანცვიფრებს.
მე ჩემსავე არსებაში უკუვიქცევი ამ შემთხვევაში და ვპოულობ კიდევაც ჩემს სამყაროს და თავშესაფარს.მეტი ქვეშეცნობითი შეგრძნება,ვიდრე ცოცხალი შემოქმედებითი სახვა: აქ კი ყოველივე ბურუსის წიაღში უკუიქცევა და მე იჭვნეული ღიმილით შევცქერი სამყაროს.ბავშვებმა რომ თავიანთი საწადელის მიზეზი არ იციან,ამას ყველა განსწავლული აღმზრდელი თანაბრად ადასტურებს. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ მოზრდილებიც რომ ბავშვებივით ჭირვეულობით არიან შეპყრობილნი ამ ცხოვრებაში?
ვიცი მეტყვიან: სწორედ ისინია ბედნიერნი,ვინც ბავშვივით უდარდელად ატარებს თავის ცხოვრებას.ისინი ბავშვებივით დაათრევენ დედოფალებს და გულმოდგინედ იჭვრიტებიან იმ კოლოფებში,სადაც დიდედას შაქარლამა და ნამცხვრები შემოუნახავს,და როცა საწადელს აისრულებენ,გავსილი პირით ყვირიან: კიდევ მომეცით!
სწორედ ამგვარი ადამიანებია ბედნიერი,არც იმათ უშავთ რა,ვინც საკუთარ,ხარაბუზასებურ საქმიანობას მაღალფარდოვანი ხოტბით ამკობენ და ადამიანობის მოდგმას ამადლიან კიდევაც თავიანთ მოღვაწეობას.ნეტავი იმას,ვინც შეძლებს ამგვარ ჯანმრთელობის კეთილად ჩატარებას.ხოლო იგი,ვინც თავმდაბლურად აღიარებს ადამიანების სწრაფვის ამაოებას და ნათლად ამჩნევს,რომ ყოველი მოქალაქე თავის ბაღჩას იმისთვის უვლის,რომ მზის შუქით დატკბეს ანდა წუთით გაახანგრძლივოს,სწორედ იგი სდუმს.
და თუმცა იგი შეზღუდულია და შებოჭვილი,გულში მაინც ატარებს ტკბილი თავისუფლების უხმო ოცნებას,სავსებით დარწმუნებული,რომ მას ყოველ წუთში შეუძლია თავისი საპყრობილიდან თავის დაღწევა. (ავტორი გენია.ჯი)