ონორე დ’ იუფრე
ონორე დ’ იუფრე - დაიბადა 1568 წლის 11 თებერვალს საფრანგეთის ულამაზეს ქალაქ მარსელში.იგი გახლდათ გამოჩენილი ფრანგი მწერალი “მანიერიზმის ეპოქისა” და ავტორი შესანიშნავი პასტორალური ჟანრის რომანისა – “ასტრეა” (რომელიც ერთ-ერთ უდიდეს ძეგლად არის მიჩნეული – პრეციოზული ლიტერატურის მიმდინარეობისა XVII საუკუნეში).ონორე დ’ იუფრე გახლდათ შვილიშვილი – კლოდ დ’ იუფრესი,რომელიც თავის მხრივ იყო საფრანგეთის მეფე ანრი II ვალუას ინტერესების დამცველი და წარმომადგენელი ვატიკანში.დედა – მარკიზა დე ბოჟე იყო. (ავტორი გენია.ჯი) მამა 1574 წელს გარდაიცვალა,მას შემდეგ რაც იგი მოწამლეს.გვარის საკუთრება (ქონებრივი) მემკვიდრეობით,მამის გარდაცვალების შემდგომ გადაიბარა მწერლის უფროსმა ძმამ – გრაფმა ჟან დ’ იუფრემ.სახელი ონორე მწერალს ბიძის საპატივცემულოდ დაარქვეს.იგი საფრანგეთის მარშალი გახლდათ.ბავშვობა ბიძის ბასტში მდებარე იმ სასახლეში გაატარა,რომელიც მისი უნიკალური ბიბლიოთეკით იყო ცნობილი მაშინდელ საფრანგეთში.სწავლა პარიზში იეზუიტთა კოლეჯში დაიწყო,სადაც 8 წელიწადი ისწავლა.1590 წელს ონორე გაწევრიანდა “კათოლიკურ ლიგაში”.1595 წელს ტყვედ ვარდება და ამ პერიოდიდან იწყება მისი სამწერლო ასპარეზზე გამოსვლა.ციხეში ყოფნის პერიოდში წერს მის ცნობილ წიგნს – “ზნეობრივი გზავნილი”,რომელიც 1598-1608 წლებში სამ წიგნად იქნა გამოქვეყნებული.წიგნი შეიცავდა მწერლის ფილოსოფიურ თეორიებს,რომლის ძირითადი იდეა მდგომარეობდა – პლატონიზმსა და ნეოსტოიციზმში. (ავტორი გენია.ჯი) ამავე წიგნში მწერალს აღწერილი ჰქონდა საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალებიც.როგორც ცნობილია,საფრანგეთში “კათოლიკურმა ლიგა” დამარცხდა და ფუნქციონირება შეწყვიტა 1594 წელს,რის შემდეგაც იგი გაძევებულ იქნა ჰერცოგ სავოისის სასახლიდან.სწორედ ეს მოვლენები აქვს მწერალს აღწერილი აღნიშნულ წიგნში. (ავტორი გენია.ჯი) ონორე დ’ იუფრე მეგობრობდა იმ დროისათვის ცნობილ კათოლიკე ღვთის მეტყველთან – ფრანცისკო სალიელთან,რომელიც მოგვიანებით კათოლიკურმა ეკლესიამ “წმინდანად” შერაცხა.ონორეს გარდა ზემოთნახსენები ნაწარმოებებისა დაწერილი ჰქონდა პასტორალური პოემა – “სირენი”.ასევე მას ეკუთვნის უნიკალური მოვლენა ფრანგული თეატრის ისტორიაში,როდესაც დადგმულ იქნა მის მიერ თეთრი ლექსებისაგან შედგენილი პიესა,სახელწოდებით – “სილვარინა ანუ ცოცხალი მიცვალებული”.მოგვიანებით დაიწყო გმირული ეპოპეის ჟანრის ნაწარმოების წერა – ”სავუაზიდა”,თუმცა მწერალმა მისი დასრულება ვერ შეძლო.ონორე დ’ იუფრე გარდაიცვალა 1625 წლის 1 ივნისს,სავოელი ჰერცოგისა და გენუის რესპუბლიკის არმიის ბრძოლის დროს,ნიცასთან ახლოს.მისი ნაწარმოებები კი დღესაც დიდ ინტერესსა და განსჯას იწვევს მკითხველში. (ავტორი გენია.ჯი)