ნესტან სულავა “ვეფხისტყაოსნის შესახებ”…
“შოთა რუსთაველის – ვეფხისტყაოსანი ქართული სულის ის მარადიული სარკე და მთელი ერის ფილოსოფიაა,რომელშიც გაცხადებულია ქართველი კაცის ისტორიული ხასიათი.ქართველი ერი დღემდე “ვეფხისტყაოსნით” ცდილობს საკუთარი არსისა და ბუნების ამოკითხვასა და შეცნობას.“ვეფხისტყაოსნით” საზღვრავს თავის მომავალს,მასში ხედავს თავის სულიერ ხატს,ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.ამიტომაც უწოდეს მას “მეორე ბიბლია”.ვეფხისტაყაოსანი საუკუნეთა მანძილზე იბრძოდა მაღალზნეობრივი იდეალების დასამკვიდრებლად,ეროვნული ცნობიერების განსავითარებლად და ასაღორძინებლად,რის გამოც ხვდა მას წილად ქართველი ერის ესოდენ დიდი სიყვარული და თაყვანისცემა”. (ავტორი გენია.ჯი)