ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ…
გენიალური ქართველი პოეტი - ნიკოლოზ ბარათაშვილი წერდა:
“მრწამს,რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის”.
სრულ სიმართლეს ღაღადებდა ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ დიდი ქართველი ლიტერატურათმცოდნე და საზოგადო მოღვაწე – კიტა აბაშიძე:
“ვისაც სურს შესძლოს დახასიათება ქართულ ლიტერატურის დიდების,გენიოს ბარათაშვილისა,მას უნდა ჰქონდეს საკრიტიკო მჭერმეტყველობა ტენისა და ადამიანის სულის შეგნების უნარი შექსპირისა… ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ ცხოვრებაში მართლა რომ ლიტერატურის საოცარ მოვლენას შეადგენს რაღაც უცნაურობით ცით მოვლენილი ეს გენიოსი პოეტი… (ავტორი გენია.ჯი) თუ რომელსამე მეცნიერს გაიტაცებს ცნობისმოყვარეობა და ქართულ ლიტერატურის შესწავლას მოჰკიდებს ხელს,რათა მით ისარგებლოს საზოგადო ცხოვრების კანონების დასადგენად,რადგან,ბატონებო,ყოველი ლიტერატურა,როგორც ყოველივე გონების ნაწარმოები და ყოველივე მოვლენა ცხოვრების მასალაა,ფაქტთა გროვაა,რომლის შემწეობითაც მხოლოდ შესაძლოა გამორკვეულ იქმნას ადამიანთა ცხოვრების ზრდისა და განვითარების საუკუნო პრინციპები და კანონები… თუ,ვამბობ,ასეთი მეცნიერი მოიძებნება,ბარათაშვილის იმ დროს საქართველოში გაჩენის ფაქტით იხელმძღვანელებს იმ კანონის განსამტკიცებლად,რომ ცხოვრებაში ხდება ხოლმე ხანდახან ისეთი რამ,რომლის ახსნა შეუძლებელია რაიმე გარეშე პირობითა და გავლენით,რომ ამგვარი მოვლენა ბუნების ჟინიანობაა,ამგვარი მოვლენა არის შემთხვევითი”. (ავტორი გენია.ჯი)
დიდი ქართველი პოეტი ვალერიან გაფრინდაშვილი ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ საკუთარ დამოკიდებულებას,შემდეგი სახით გამოხატავდა:
“ბარათაშვილი,როგორც დიდი პოეტი,აღმოაჩინა ქართული ლექსის როდენმა ილია ჭავჭავაძემ.ბარათაშვილს ჰყავს წინამორბედი,რომელიც არ უნდა იყოს დავიწყებული,როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ “მერანის” გენიალურ ავტორზე.ეს არის გურამიშვილი – ქართული პოეზიის ვერლენი,რომელმაც აღიარა თავის მრავალტანჯულ ცხოვრებაში ღვთისმშობლის და აღასფერის კულტი და დასტოვა ანდერძები,რომელნიც გვაგონებენ სიღრმით და ძლიერებით ფრანსუა ვიიონის ანდერძებს.ბარათაშვილი დღემდე არის ჩვენი უდიდესი ლირიკოსი,და არ არის მეორე პოეტი,რომელიც ლირიკაში შეედავება მას შეუდარებელ სახელს.ის დღემდე ახდენს გავლენას პოეტებზე.მისი ეპიგონების და მიმბაძველების რიცხვი კი უთვალავია”. (ავტორი გენია.ჯი)