ჯონ ერნს სტაიბეკი – “ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერალი,1962 წლის “ნობელის პრემიის” და 1937 წლის “პულიცერის პრემიის” ლაურეატი - ჯონ ერნსტ სტაიბეკი (1902-1968 წლები),თავისი შესანიშნავი რომანის გმირს,რომანიდან – “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” – ითენ ალენ ჰოულს,რომელსაც ცხოვრებაზე ხელი ჩაუქნევია,გულგატეხილს ათქმევინებს:
“ჩემი სინათლე ჩაქრა.არაფერია გადამწვარ პატრუქზე უფრო შავი და ბნელი,გულში ვთქვი, – შინ წასვლა მინდა,შინ კი არა,შინის მეორე მხარეს,სადაც სინათლეს იძლევიან ხოლმე.სინათლე რომ ჩაქრება,ერთბაშად ისეთი წყვდიადი ჩამოწვება,იფიქრებ,ნეტავ სულაც არ ანთებულიყოო. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყანა დაღუპული ხალხითაა სავსე.დაჰკრავს ჟამი,როცა ადამიანი უნდა აღესრულოს,ღირსეულად წავიდეს ამ ქვეყნიდან – არავითარი დრამებით,არავითარი დასჯა არც საკუთარი თავისა,არც ოჯახისა.და ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ამ დროს (ეს კარგად იცოდნენ მარულოს იმ წინაპრებმა,რომლებიც ძველ რომში ცხოვრობდნენ): თქვი “მშვიდობით და თბილ აბაზანაში ვენები გადაიხსენი,ან თბილი ზღვა და სამართებელი”.
ამავე რომანში მწერალი მთელი გრძნობით გადმოსცემს თავის ღრმა ემოციას,რომელსაც ასევე ითენ ალენ ჰოულის პირით საუბრობს:
“მამაჩემი ძალიან გატაცებული იყო წინაპრების ამბებით… რომ ვაკვირდები,წინაპრებით ასე გატაცებული ხალხი ყველაზე ნაკლებად ემსგავსება თავის წინაპრებს.კეთილშობილი კაცი იყო მამაჩემი,რბილი,ნაკითხი,მაგრამ მოქარუფშუტო,თუმცა ზოგჯერ მაინც გაჰკრავდა სიბრძნის ნაპერწკლები.მოდგა და ყველაფერი დაკარგა ამ მარტოხელა კაცმა – მიწა,ფული,ძალაუფლება,მომავალი… ერთი სიტყვით,რაც კი ჰოულებსა და ალენებს ასწლეუბლობით დაეგროვებინათ,ყველაფერს წირვა გამოუყვანა,გარდა სახელისა.და მეტი,კაცმა რომ თქვას,არც არაფერი აინტერესებდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც თვითონ უყვარდა ხოლმე თქმა,”საგვარეულო გაკვეთილებს” მაძლევდა.იმიტომაც ვიცი წინაპრების ამბავი ასე კარგად.და ნოქრადაც,ალბათ იმიტომ ვუდგევარ ვიღაც სიცილიელს სწორედ იმ უბანში,რომელიც ძველად ჰოულების საკუთრება იყო.ნეტავ შემეძლოს,ასე ახლოს არ მივიტანო გულთან ეს ამბავი”.
1964 წელს ჯონ ერნს სტაიბეკი თბილისს სტუმრობდა.ჩვენი სამშობლოთი აღფრთოვანებული ამერიკელი მწერალი დიდ ქართველ პოეტს – კოლაუ ნადირაძეს,მოგვიანებით წერდა:
“ალბათ,მწერლის მოვალეობებს იმას დავუმატებდი,რომ სამყაროს ოდნავ მეტი მხიარულება,ოდნავ მეტი სილაღე შესძინოს და ოდნავ მეტი სიცილით აავსოს.ამით არაფერი დაშავდებოდა.ალბათ,ეს იმის დასტურიცაა,რაც ყველას გვწამს: კაცები მაშინ ხდებიან ერთმანეთის უახლოესნი,როცა ერთად იცინიან.მახსენდება,თბილისში ძალიან ბევრს ვიცინოდით,ვცეკვავდით და ვმღეროდით კიდეც.იმედია,ოდესმე გვესტუმრეთ და გაორკეცებულ იმედს გამოვთქვამთ,დაახლოებით მაინც ისეთივე გულუხვი სტუმარ-მასპინძლობა გაგიწიოთ,თქვენი ხელგაშლილობის დარი რომ იქნეს”. (ავტორი გენია.ჯი)