პოლ პელისონი
პოლ პელისონი - ასევე ცნობილი,როგორც პელისონ-ფონტანე,დაიბადა 1624 წლის 30 ოქტომბერს მდინარე ორბზე გაშენებულ პატარა ფრანგულ ქალაქ ბეზში.იგი გახლდათ დიდი ფრანგი სწავლული და ლიტერატუტათმცოდნე XVII საუკუნისა.პელისონი იყო წარმოშობით კალვინისტური გვარის და ოჯახის წარმომადგენელი.სამართალი შეისწავლა ტულუზაში.1645 წელს იწყებს საადვოკატო საქმიანობას.1646 წელს დაავადდა ჩუტყვავილათი,რომელი დაავადების კვალიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში აჩნდა სახეზე.ავადმყოფობის შემდგომ მიემგზავრება პარიზში,სადაც ფრანგი მწერლის ვალანტიენ კონრართან მეგობრობის მეშვეობით,ადგილი დაიმკვიდრა იმ დროინდელი ფრანგი ლიტერატორების წრეში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მალევე ანტისახელისუფლებო გამოსვლების დროს,რომელსაც ისტორიაში ეწოდა “ფრონდი” (1648-1653 წლები),იგი ტოვებს პარიზს და ბრუნდება მშობლიურ კუთხეში.”ფრონდის” დასრულების შემდეგ პელისონი კვლავ ჩადის პარიზში და ამ პერიოდში გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა.1654 წელს ფრანგული აკადემიის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად დაწერა მისი ისტორია “Histoire de Academie francaise depuis son etablissement juscu’en”.მისმა ამ ნაშრომმა დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა ფრანგი მეცნიერებისა და აკადემიკოსების მხრიდა და პოლ პელისონს ეძლევა განსაკუთრებული უფლება,დაესწროს ნებისმიერ შეკრებას ამ აკადემიისა.ხოლო სულ მალე კი არჩეულ იქნა ამ აკადემიის სრულფასოვან წევრად.პელისონი მეგობრობდა,იმ დროისათვის ცნობილ პიროვნებებთან – ფილოლოგ ჟილ მენაჟთან,მწერალ ჟან-ლუი გეზ დე ბალზაკთან,მწერალ მადლენ დე სკიუდერისთან და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან.მუშაობას იწყებს საფრანგეთის ერთ-ერთ უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ პიროვნებასთან ლუი XIV-ეს სამეფო კარზე – ნიკოლა ფუკესთან,მდივნად.თუმცა ფუკეს პრობლემების შექმნის შემდეგ,იგი დააკავეს და ციხეში გამოკეტეს 1661 წლიდან,1665 წლამდე. (ავტორი გენია.ჯი) წლების შემდეგ ფუკეს პროცესზე იგი უდანაშაულოდ ცნეს და ინიშნება სამეფო ისტორიოგრაფის თანამდებობაზე.1670 წელს უარყო პროტესტანტული რელიგია,რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი საზოგადოებრივი მდგომარეობა.პელისონი არის ავტორი პანიგერიკული და ისტორიული ჟანრის ნაწარმოებებისა.მის კალამს ეკუთვნის “პატარა ისტორია ანა ავსტრიელის ცხოვრებიდან”,”ტრაქტატი ზიარებისა” და სხვა ნაწარმოებები.თუმცა ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად პელისონისა მიჩნეულია “მსჯელობა”,რომელიც XVII საუკუნის ლიტერატურულ-ესთეტიკური რეფლექსიის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად იქცა.მისი ნაშრომები კი არაერთ უცხო ენაზე იქნა ნათარგმნი.პოლ პელისონი გარდაიცვალა 1693 წლის 7 თებერვალს პარიზში. (ავტორი გენია.ჯი)