ლუსი კლიფფორდი
ლუსი კლიფფორდი (დაბადების გვარი ლეინი) – დაიბადა 1846 წლის 2 აგვისტოს,გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში.იგი წარმოადგენდა ბარბადოსული წარმომავლობის მქონე,გამოჩენილ ინგლისელ მწერალ და დრამატურგ ქალს,რომელიც თავის მხრივ მეუღლე გახლდათ,მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის – უილიამ კინგდონ კლიფფორდისა (1845-1879 წლები).მამამისი – ჯონ ლეინი და ზოგადად ოჯახი,წარმომავლობით ბარბადოსიდან გახლდათ.(ავტორი გენია.ჯი).1875 წელს,მაშინ როდესაც ლუსი სალიტერატურო სამყაროში “ახლად ფეხადგმული” იყო,დაქორწინდა უილიამ კინგდონ კლიფფორდზე.მათ ერთად თანაცხოვრებაში ორი შვილი შეეძინათ.1879 წელს ლუსი დაქვრივდა.მიუხედავად ტრაგედიისა,იგი ლიტერატურაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო და მალევე საკმაოდ აღიარებულ ინგლისელ მწერალ ქალადაც იქცა (მოგვიანებით დრამატურგადაც).ლუსი საპატიო წევრი გახლდათ იმ პერიოდის ლონდონის ლიტერატურული წრეებისა და ბევრ ცნობილ ლიტერატორთანაც მეგობრობდა.მათ შორის მისი მეუღლის ბიოგრაფთან – ჰენრი ჯეიმზთან.როგორც მოგვიანებით გაირკვა ჯეიმზი მასზე შეყვარებული გახლდათ,რასაც მის მიერ ლუსისათვის მიწერილი წერილები მოწმობენ.ხოლო საბოლოო დასკვნა იმისა,რომ ჯეიმზი ლუსიზე დიდად გახლდათ შეყვარებული,მას შემდეგ უფრო გახდა ცნობილი,რაც მისი გარდაცვალების შემდგომ ანდერძით,საკუთარი ქონება ლუსის უსახსოვრა.