“ლუზიადები”
“ლუზიადები” - პორტუგალიურ ენაზე – “Os Lusiadas”,წარმოადგენს უდიდესი პორტუგალიელი პოეტის - ლუიშ დი კამოენსის (1524-1580 წლები) მიერ დაწერილ,მსოფლიო მნიშვნელობის გენიალურ ეპოპეას.როგორც ვარაუდობენ,პოემის დაწერას მწერალი 1556 წელს მორჩა,ხოლო 1572 წელს ნაწარმოებმა დღის სინათლეც იხილა და ცნობილი გახდა პუბლიკისთვის.”ლუზიადები” იყოფა სამ ნაწილად: 1. “პროლოგი” (შესავალი) – 2. “მითოლოგიური” – 3. “ისტორიული”. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ “ლუზიადები”ლუიშ დე კამოენსის საუკეთესო ქმნილებად არის მიჩნეული დღემდე.გარდა ამისა,იგი “რენესასნის ეპოქის” მსოფლიო მნიშვნელობის ეპიკურ ძეგლად არის აღიარებული.ამ ნაწარმოებით მწერალმა განიზრახა,შეექმნა ჰომეროსის “ოდისეასა” და ვირჯილიუსის “ენეიდას” მსგავსი ეროვნული ჰეროიკული პოემა,რომელიც განადიდებდა პორტუგალიის ლეგენდარული მეფის – ლუზას შთამომავლებს და ამასთანავე ასახავდა დიდი პორტუგალიელი მეზღვაურის – ვასკო და გამას მოგზაურობას 1498 წელს.პოემაში მოყვანილმა მსუბუქმა ენამ განამტკიცა საერთო ეროვნული ენის ნორმები და დიდი როლი ითამაშა რენესანსულ-რეალისტური მიმართულების ჩამოყალიბებაში.”ლუზიადები”,მითოლოგიურ ჩარჩოებშია მოქცეული,მიუხედავად ამისა მას განუყოფელი კავშირი გააჩნია სინამდვილესთანაც. (ავტორი გენია.ჯი) მასში ასახულია ბევრი ბიოგრაფიული ცნობებიც,რაც მას პოეტური დოკუმენტის სახესაც აძლევს.დიდი ფრანგი მწერლის - ჟიულ ვერნის ერთ-ერთ ნაწარმოებში – “კაპიტან გრანტის შვილები”,მოყვანილია ეპიზოდი,როდესაც პაგანელი “ლუზიადების” მიხედვით სწავლობს ესპანურ ენას,თუმცა როდესაც იგი არგენტინაში მოხვდება,მხოლოდ მაშინ გაიგებს,რომ მას არა ესპანური არამედ პორტუგალიური ენა შეუსწავლია.”ლუზიადები” არა მარტო პორტუგალიურ ენაზე,არამედ სხვა მრავალ უცხო ენაზეც არის ნათარგმნი.პორტუგალიური კულტურისათვის “ლუზიადებს” ისეთივე დიდი მნიშვნელობა ენიჭება,როგორც ვთქვათ იტალიელთათვის დანტე ალიგიერის გენიალურ პოემას – “ღვთაებრივ კომედიას”. (ავტორი გენია.ჯი)