“ბაბურ-ნამე” - ინგლისურ ენაზე “Baburnama”,ითარგმნება როგორც “ბაბურის წიგნი” ან შესაძლოა ითარგმნოს,როგორც – “ბაბურის ჩანაწერები”.იგი წარმოადგენს თემურიდი მხედართმთავრისა და დიდ მოგოლთა იმპერიის დამაარსებლის,პოეტის,შემოქმედისა და მწერლის -ზაქირ ად-დინ მუჰამად ბაბურის (1463-1530 წლები),მოგონებების უნიკალური ისტორიული და კულტურილი ღირებულების წიგნს,დაწერილს ჩაგატაიურ ენაზე (შუა საუკუნეების შუააზიურ-თურქული სამწერლო-სალიტერატურო ენა). (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიოტმ არის,რომ მასში მრავლად გვხვდება სპარსული ენაზე დაწერილი ფრაზები და ლექსები.მიუხედავად იმისა,რომ მისი სახელი “ბაბურ-ნამე”-ა,თავად ავტორის სურვილი იყო,წიგნისათვის – “ვაკაი” დაერქვა,რაც არაბული ენიდან თარგმანით – “მოვლენებს” აღნიშნავს.თუმცა,მოგვიანებით მოგოლთა იმპერიის მმართველებმა,აღნიშნულ ნაწარმოებს – “წიგნი თურქულ ენაზე,დაწერილი თავად მისი უდიდებულეობის მიერ” უწოდეს.”ბაბურ-ნამე” ირანიზებული სახელწოდებაა წიგნისა და იგი კიდევ უფრო მოგვიანებით პერიოდების ორიგინალ-თარგმანებში (ჩაგატაური ენიდან – სპარსულ ენაზე) გვხვდება,რაც საყოველთაოდ გავრცელებულ იქნა კიდეც.
წიგნში ასახული მოვლენები,ბაბურის 12 წლის ასაკიდან იწყება,მაშინ როდესაც იგი,თანამედროვე უზბეკეთის ქალაქ ფერგანაში იყო.იგი ამ პერიოდიდან უკვე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მონარქი გახლდათ.პირველივე თავში აღწერს მის პირველ ნაბიჯებს,წარმატებებსა და წარუმატებლობებს პოლიტიკურ ასპარეზზე.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული აქვს სამარყანდის დაკარგვასა და 1504 წელს ქაბულში გადასვლაზე.1508-1519 წლების ეპიზოდებში,მონათხრობია მისი ძალაუფლების გამყარება ავღანეთში და ლაშქრობა ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში.მესამე ნაწილი კი წიგნისა,მოიცავს 1525-1529 წლების ეპიზოდებს,სადაც ასახულია იმპერიის საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესი.იმ იმპერიისა,რომელსაც მოგვიანებით წიგნის ავტორის შთამომავლები 300 წლის მანძილზე მართავენ.
ბაბური თავის მემუარებში,საკმაოდ მოკრძალებული,მარტოხელა და უბრალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.აღსანიშნავია ისიც,რომ იგი საკუთარ თავს ყველაზე ცუდ ადამიანადაც მიიჩნევს დედამიწაზე.
ბაბური ძალიან დიდი ინტელექტუალი იყო შუასაუკუნების ეპოქისა.მისი ჩანაწერებიდან დიდი ინტერესი გამოსჭვივის ისტორიის,კულტურის,მეცნიერების,ფლორის,ფაუნისა და სხვა ქვეყნების ყოფა-ცხოვრების მიმართ.(ავტორი გენია.ჯი).მის მიერ დაწერილი “ბაბურ-ნამე”,იმთავითვე იქცა დიდ მოგოლთა იმპერიის მმართველების “სამაგიდო წიგნად”.წიგნი მდიდარია მრავალი ილუსტრაციით და ინდური მინიატურებით,რომლებიც შესრულებულ იქნა,იმ პერიოდის საუკეთესო ოსტატების მიერ.
ბაბურის შვილიშვილმა და მოგოლთა იმპერიის მბრძანებელმა აქბარ I დიდმა (1542-1605 წლები),ბრძანა,წიგნი სპარსულ ენაზე ეთარგმნათ და ამასთანავე მასში კიდევ დაემატებინათ ილუსტრაციები,რაც აღსრულდა კიდეც.(ავტორი გენია.ჯი).
“ბაბურ-ნამე”-სადმი ყურადღება ევროპაში,მხოლოდ XVIII საუკუნეში გამოვლინდა.მისი პირველი თარგმანი განხორციელებულ იქნა ნიდერლანდებში 1705 წელს – ვისტსენის მიერ.მოგვიანებით კი იგი მსოფლიოს 25 ენაზე იქნა თარგმნილი და დღესდღეობით “ბაბურ-ნამე” ერთ-ერთ საუკეთესო შუასაუკუნეების ლიტერატურულ,ისტორიულ და კულტურულ ნაწარმოებად მიიჩნევა.(ავტორი გენია.ჯი).