ჟან დორა
ჟან დორა - ნამდვილი სახელი – ჟან დირემანდი,დაიბადა 1508 წლის 3 აპრილს ლიმოჟში (საფრანგეთი).იგი გახლდათ დიდი ფრანგი პოეტი,ჰუმანისტი,პედაგოგი და “პლეიადის” წევრი (XVI საუკუნის საფრანგეთის პოეტური გაერთიანება,რომელსაც სათავეში უდგა პიერ დე რონსარი).ჟან დორა იყო ძველი კეთილშობილი გვარის წარმომადგენელი.სწავლობდა პარიზსა და ლიმოჟში.გამოირჩეოდა კარგი სწავლითა და მეხსიერების შესანიშნავი უნარით. (ავტორი გენია.ჯი) სწავლის დასრულების შემდეგ გადადის რუანში,სადაც იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას.1544 წელს იყვანს სადამრიგებლო კლასს,სადაც სწავლობდა ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი პოეტი-ლიუტნისტი,მთარგმნელი და კომპოზიტორი – ჟან ანტუან დე ბაიფი.ამავე პერიოდში მისი მოსწავლე გახლდათ,ასევე ცნობილი ფრანგი პოეტი – პიერ დე რონსარი,რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელობდა სწორედ “პლეიადის” პოეტთა გაერთიანებას,რომელშიც თავადაც გახლდათ გაწევრიანებული ჟან დორა.1547-1567 წლებში სათავეში უდგა კოკრეს პარიზულ კოლეჯს.სადაც მისი მოსწავლე გახლდათ ცნობილი ფრანგი პოეტი – ჟოაშენ დიუ ბელე.1560 წელს ანიჭებენ ბერძნული ენის პროფესორის ხარისხს სამეფო ლექტორების კოლეჯში (რომელიც მოგვიანებით პარიზის ერთ-ერთი შესანიშნავი განათლების ცენტრი ხდება და სახელად დე ფრანსის კოლეჯი ეწოდა).სიკვდილამდე ატარებდა სასახლის კარის პოეტის სახელს.ბერძნულ ენას ასწავლიდა საფრანგეთის მეფის ჰენრიხ II-ის შვილებს.ასევე რამდენჯერმე იყო ორგანიზატორი სადრესასწაულო მიღებისა შარლ IX-ისა და ჰენრიხ III-ის სასახლის კარზე.მან დიდი გავლენა მოახდინა მის მოსწავლეებზე,რომელთაც შემდგომში დააარსეს “პლეიადის” პოეტთა გაერთიანება,თავიდან ჟან დორა ამ გაერთიანების წევრი არ იყო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ჟაკ პელლეტეს გარდაცვალების (1582 წელს) შემდეგ,რომელიც ამ პლეიადის წევრი გახლდათ 1585 წელს,მის ნაცვლად ჟან დორა მიიღეს პლეიადის რიგებში.ინიციატივა კი თავად პლეიადის ხელმძღვანელს – პიერ დე რონსარს ეკუთვნოდა.ჟან დორას პირველი ლექსები ვერსიფიცირებულად გააგზავნა რობერ ეტიენთან 1538 წელს.რობერტი ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა იმ დროინდელ საგამომცემლო სახლს.1548 წელს აქვეყნებს ესქილეს ტრაგედიის “მიჯაჭვული პრომეთეს” თარგმანს.მის მიერ დაწერილ “ოდებში” ხოტბას ასხამს საფრანგეთის სამეფო კარს.1570 წელს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ,რომელსაც კინაღამ მისი სიცოცხლე შეეწირა შეთხზა ღვთისმოსავი ოდა “ღმერთს”,რომელმაც მას დიდი წარმატება მოუტანა.იგი ღრმადმორწმუნე კათოლიკე გახლდათ.წერდა ლექსებს,რომელთა ტემატიკა იყო ანტიკური სამყარო,ფრანგულ ეროვნულ ტრადიციებზე და სხვა თემებზე.1575 წელს ჟან დორას მიერ დაწერილი ოდა,რომელიც მიუძღვნა მწერალსა და მოგზაურს – ანდრე ტევესს,შეიცავს მინიშნებებს ვერჯილიუსისა და ოვიდიუსის ჰიმნების კაცობრიობის პროგრესისადმი.მოგვიანებით მისმა მოსწავლეებმა არასრული სახით შეკრიბეს ჟან დორას პოეზიის ნიმუშები დაწერილი ლათინურ,ბერძნულ და ფრანგულ ენებზე. (ავტორი გენია.ჯი) საპატიო ასაკში შეირთო მეუღლე,რომლის ასაკი ცხრამეტი წელი გახდა.ცოლ-ქმარს შორის ასაკით დიდი სხვაობა იყო,რის გამოც მას ერთ-ერთმა მეგობარმა საყვედურითაც მიმართა,რომ მისი მეუღლე ჯერ კიდევ პატარა ასაკის იყო,რაზეც დორამ უპასუხა: “ხვალ იგი ქალი გახდება”.ჟან დორა დიდ ინტერეს იწვევდა ასევე ნოსტრადამუსის “წინასწარმეტყველების” მიმართ და მათ საკუთარ ინტერპრეტაციასაც უკეთებდა.აღორძინების ეპოქის დიდი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი – მიშელ მონტენი,ჟან დორას პოეზიას დიდ შეფასებას აძლევდა და თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტად მოიხსენიებდა.დორასვე ეკუთვნის რამდენიმე ფილოლოგიური კომენტარები პინდარესა და ლიკოფრანეს პოეზიის შესახებ.ასევე მის სახელთანაა დაკავშირებული ალეგორიული ინტერპრეტაცია “ოდისეას” ორი სიმღერისა.ჟან დორა გარდაიცვალა 1588 წლის 1 ნოემნბერს ,პარიზში. (ავტორი გენია.ჯი)