“რიგ-ვედა”

“რიგ-ვედა” - (სანსკრიტულ ენაზე – “რგვედა”,ასევე იგი ცნობილია როგორც “ჰიმნების ვედა”) გახლავთ,უპირატესად რელიგიური ჰიმნების კრებული და წარმოადგენს პირველ,ყველაზე ცნობილ ისტორიულ ძეგლს ინდური ლიტერატურისა.რიგ-ვედაში შეკრებილი ჰიმნები დაწერილია ვედურ ენაზე,რომელი ენაც თავის მხრივ წარმოადგენს ვედურ-სანსკრიტულ” ენათა ჯგუფს. (ავტორი გენია.ჯი) “რიგ-ვედა” შესულია იმ ოთხ ინდუისტურ რელიგიის ტექსტთა სიაში,რომელთაც მოიხსენიებენ,როგორც ვედა (თავის მხრივ ის წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ტექსტთა კრებულს წმინდა წერილებისა ინდუიზმის რელიგიისა,დაწერილს სანკრიტულ ენაზე).ისტორიკოსთა ვარაუდით შედგენილი უნდა იყოს ძვ.წ.აღ-ით 1700-1100 წლებში და წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ინდო-ირანულ ტექსტებს,რომელიც მიჩნეულია დღემდე შემორჩენილ მსოფლიოს უძველეს რელიგიურ ტექსტებად.მასში შეულია 1028 ჰიმნი,რომელთა ნაწილიც შეეხება რელიგიური მიმდინარეობის მსხვერპლთშეწირვას (იაჯას),რომელიც სათავეს იღებდა ვედიზმის რელიგიის პერიოდში.აღსანიშნავია,რომ საუკუნეების მანძილზე “რიგ-ვედა” შემონახული იქნა ადრეული ტრადიციის “ზეპირსიტყვიერების” შედეგად.მისი სრული სახით შეგროვება,მხოლოდ ადრეული შუასაუკუნეების პერიოდში იქნა შესაძლებელი. (ავტორი გენია.ჯი) “რიგ-ვედა” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გავლენიანია,სხვა ვედებთან შედარებით.იგი წარმოადგენს საუკეთესო ისტორიულ წყაროს შესასწავლად ძველი ინდური ისტორიის,რელიგიისა და მითოლოგიის შესახებ.ამ ღირებულებათა გამო “იუნესკომ” 2007 წელს “რიგ-ვედა” შეიტანა “მსოფლიო მეხსიერების” ნუსხაში,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს – გაერთიანებული ერების განათლების,მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის პროგრამას,რომელიც იცავს მსოფლიოს დოკუმენტურ მემკვიდრეობას (აღნიშნული პროგრამა დაფუძნებულ იქნა 1992 წელს). (ავტორი გენია.ჯი)