“ში ძი”

“ში ძი” - ასევე მოიხსენიებენ,როგორც –  ”ისტორიულ ჩანაწერებს”,გახლავთ ჩინური კულტურისა და ისტორიისათვის ისეთივე ფასეული “დოკუმენტი” და ისეთივე როლის მოთამაშეა ჩინურ ისტორიაში,როგორც დიდი ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტეს მიერ დაწერილი – “ისტორია”.ავტორი ამ უნიკალური ისტორიული ჩანაწერებისა გახლავთ – სიმა ციანი (ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 145 ან 135 – 90 წლები).თავად სიმა ციანი “ხანის” დინასტიის მემატიანე გახლდათ და იგი არა მარტო კარგი ისტორიკოსი,არამედ შესანიშნავი ასტრონომი და მწერალიც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) “ში ძი” დაწერილი უნდა იყოს ძვ.წ.აღ-ით 109-91 წლებში და მოიცავს პერიოდს მითიური,ლეგენდარული “ყვითელი იმპერატორიდან (ხუან-დი)” (ჩვ.წ.აღ-მდე 2600 წელი),”ხანის” დინასტიის ეპოქამდე.”ყვითელი იმპერატორი ხუან-დი” თავის მხრივ მიჩნეულია პირველი ჩინური სახელმწიფოს დამაარსებლად,რომელმაც “კუნლულის მთებში”,შორეულ დასავლეთში მდინარე ხუანხეს აუზიდან,ჩამოაყალიბა პირველი ჩინური სახელმწიფო.”ში ძის” მეცნიერები და ისტორიკოსები ხუთ ნაწილად ჰყოფენ:

1. “ბენძი” – რომელშიც აღწერილია ყველა ჩინელი მმართველის ბიოგრაფია (სიმა ციანის ცხოვრების პერიოდამდე) ცინ შიხუანდის ჩათვლით.ასევე სიას,შანის და ჩჯოუს დინასტიის მონარქები.ჩინეთის ოთხი იმპერატორის და ერთი დედოფლის ბიოგრაფიები.

2. “ბიაო” – ქრონოლოგიური ცხრილები. (ავტორი გენია.ჯი)

3. “ში-ძია” – შედგება არისტოკრატებისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების ბიოგრაფიებით,სადაც კონფუცის ბიოგრაფიაც არის შეტანილი.

4. “ლე-ჯუანი” – ბიოგრაფიები გამოჩენილი მეცნიერებისა და სწავლულების (ლაო-ძი,მო-ძი,სიუნ-ძი,ცძინ-კე და სხვები).

5. “შუ” – ტრაქტატები ცერემონიების,მუსიკის,კალენდრის,რწმენის და სხვა აქტუალური თემების შესახებ.

სიმა ციანის მიერ დაწერილი “ში ძი” ჩინური ისტორიის უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს და იგი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე,მათ შორის სრულყოფილი ტექსტებითაც.საერთო ჯამში იგი 9 ტომისაგან შედგება. (ავტორი გენია.ჯი)