ბლეზ პასკალის ნააზრევი…
“კაცი უთუოდ ფიქრისათვის არის შექმნილი; ესაა მთელი მისი ღირსება და უმთავრესი დანიშნულება; უპირველესი მოვალეობა კი ისაა,რომ კეთილგონივრულად იფიქროს.რაც შეეხება დასაწყისს,რასაკვირველია,თავის თავზე,თავის შემოქმედებასა და თავის აღსასრულზე ფიქრით დაიწყოს.
მაგრამ რაზე ფიქრობენ კაცნი? ამაზე? არა,მათი საფიქრალი სულ სხვა რამეა: ტაშ-ფანდური,ცეკვა,სიმღერა,ლექსების თხზვა,დროსტარება,ომი,სამეფოს ხელში ჩაგდება და ასე შემდეგ.ისე,რომ ერთხელაც არ დაფიქრდებიან,ერთხელაც არ ჰკითხავენ თავიანთ თავს: რას ნიშნავს იყო მეფე? რას ნიშნავს გერქვას ადამიანი?” (ავტორი გენია.ჯი)