Tag Archives: ბლეზ პასკალის ნააზრევი…

ბლეზ პასკალის ნააზრევი…

“თქვენ ამბობთ: “რწმენა რომ გვქონდეს,უთუოდ ხელს ავიღებდით განცხრომაზეო”.მე კი გეტყვით: “ხელი აიღეთ განცხრომაზე და უთუოდ გექნებათ რწმენა”.დაწყება თქვენთვის მომინდვია!

ბლეზ პასკალის ნააზრევი…

“რატომ არ გვაღიზიანებს ფეხმრუდი და რატომ გვაღიზიანებს გონებამრუდი? აი,რატომ: ფეხმრუდი აღიარებს,რომ ჩვენ სწორად დავდივართ,ჭკუანაღრძობს კი ჰგონია,რომ ჭკუა ჩვენ თვითონ გვაქვს ნაღრძობი.ამიტომ სიბრალულს კი არ იწვევს,არამედ გვარისხებს და გვაღიზიანებს.

ბლეზ პასკალის ნააზრევი…

“კაცი უთუოდ ფიქრისათვის არის შექმნილი; ესაა მთელი მისი ღირსება და უმთავრესი დანიშნულება; უპირველესი მოვალეობა კი ისაა,რომ კეთილგონივრულად იფიქროს.რაც შეეხება დასაწყისს,რასაკვირველია,თავის თავზე,თავის შემოქმედებასა და თავის აღსასრულზე ფიქრით დაიწყოს.

ბლეზ პასკალის ნააზრევი…

“მშობლები შიშობენ,ვაითუ შვილების თანდაყოლილი სიყვარული ჩვენს მიმართ დროთა განმავლობაში განელდესო.მაგრამ რას შეუძლია გაანელოს თანდაყოლილი გრძნობა? ჩვეულება – ჩვენი მეორე ბუნება,