ბლეზ პასკალის ნააზრევი…
“რატომ არ გვაღიზიანებს ფეხმრუდი და რატომ გვაღიზიანებს გონებამრუდი? აი,რატომ: ფეხმრუდი აღიარებს,რომ ჩვენ სწორად დავდივართ,ჭკუანაღრძობს კი ჰგონია,რომ ჭკუა ჩვენ თვითონ გვაქვს ნაღრძობი.ამიტომ სიბრალულს კი არ იწვევს,არამედ გვარისხებს და გვაღიზიანებს.
ეპიქტეტე უფრო პირდაპირ სვამს კითხვას: “რატომ არ ვბრაზობთ,როცა გვეუბნებიან,რომ თავი გვტკივა, და რატომ მოგვდის გული,როცა გვეუბნებიან,რომ უთაურად ვმსჯელობთ,ანდა მოქმედების არასწორ გზას ვირჩევთ?” მიზეზი ერთია,პირველი სხვებზე უკეთ ვიცით,რომ არც თავი გვტკივა და არც ვკოჭლობთ,მაგრამ ასევე დაბეჯითებით როდი გვწამს ჩვენი არჩევანის სისწორე.ჩვენ გულწრფელად გვეგონა,რომ სწორად ვმსჯელობთ,მაგრამ,აი,მოვიდა კაცი,რომელიც სულ სხვაგვარად მსჯელობს და უცებ შევცბით,მით უმეტეს,თუ ჩვენი მსჯელობა ერთს კი არა,ათას კაცს არ ეყო სიცილად.ვინაიდან ძალზე ძნელია შენი აზრი არჩიო ათასი კაცის აზრს.ფეხმრუდობის შემთხვევაში კი წინააღმდეგობა გამორიცხულია”. (ავტორი გენია.ჯი)