ილია ჭავჭავაძე – “დედა ენის” შესახებ…
“…დიდმა და პატარამ შეიტყოს და გაიგოს,რა ღონეა დედა-ენა სკოლისათვის საერთოდ და საეროსათვის საკუთრივ.ჩვენ რომ ეგრე დაჟინებითა და უკან-დაუხევლად ვთხოულობთ დედა-ენისთვის სრულს და დაუბრკოლებელ გზას სასწავლებელში, – ეგ,მარტო დედა-ენის სიყვარულით არ მოგვდის,ვთხოულობთ და ვნატრულობთ იმიტომაც,რომ უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია.მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი – კი არ არის,გონების დაჩაგვრისაა,გონების დახშვისაა,დათრგუნვისაა,გათახსირებისაა, – და განა ეს სასურველია ვისთვიმე?” (ავტორი გენია.ჯი)