ნოდარ ტაბიძე – “მაინც მწვერვალებს ედება ქარი”

“წამებული” – მრავლისმეტყველი ცნებაა.ზოგი მამულს სწირავს თავს,ზოგიც იდეას ესაფეხურება,ზოგს კიდევ რწმენის გამო მიალურსმნავენ ჯვარზე.

წამებულნი მცირენი არიან,ტანჯულნი ბევრნი,პირველნი სხვათათვის იღუპებიან და სალოცავ-სამაგალითონი ხდებიან,მეორენი ყოფითი წვრილმანებით ითრგუნებიან და ცხოვრების მღვრიე დინებაში იკარგებიან.

გალაკტიონი?

-ფრთხილად! – ვეუბნები საკუთარ თავს, – იგი სულ სხვა ფენომენია და ჩვეულებრივი მეტრით არ განიზომება.

ტანჯულიცაა და წამებულიც. (ავტორი გენია.ჯი)

დავიწყოთ იმით,რომ ცხოვრებამ ბევრი ტკივილი მიაყენა.ყმაწვილს,როგორც თავად წერს, “ბლუზის საყიდელი ფულიც კი არა აქვს”.

1910 წელი.სემინარიის ხელმძღვანელები ძალზე მკაცრად ექცევიან – სასწავლებლიდან რიცხავენ და ახალგაზრდა პოეტი თავს იწამლავს.ძლივს გადაარჩინეს.

…მერე ლუკმა პურის მოსაპოვებლად გამართული ბრძოლა.

1924 წლის გამოსვლებში მონაწილეობისთვის უპირველესი მეგობარი მიხეილ ბოჭორიშვილი დაუჭირეს და შორეულ გზას გაუყენეს.

1937 წელს ბიძაშვილის ტიციანს ტანჯვით ამოხადეს სული.ტიციანის დაღუპვას არა მხოლოდ ტრაგედიად აღიქვამს,არამედ მოსალოდნელ საფრთხედაც: – ჩემს თავზეც ქანაობს დამოკლეს მახვილი…

ნერვები დაწყვეტაზე აქვს.

მთავარი არ დაგვავიწყდეს: უძვირფასეს მეუღლეს ოლია ოკუჯავას ორჯერ გაყარეს,1941 წელს კი გაუსამართლებლად დაუხვრიტეს ორიოლის მახლობლად,მედვედევის ტყეში.

შეიძლებოდა სხვა ფაქტებიც გაგვეხსენებინა,მაგრამ ეს შორს წაგვიყვანდა.მთავარი სულ სხვაა.ვიდრე მას შევეხებოდეთ,ერთიც უნდა ითქვას. (ავტორი გენია.ჯი) ცხოვრების სისასტიკემ ვერ გააბოროტა.იგი სითბოს და სიყვარულს,სინაზესა და სიფაქიზეს აფრქვევს.მთელი მისი შემოქმედება მშვენიერებისაკენ,ამაღლებისაკენ ლტოლვაა.

ახლა უმთავრესზე.რატომაა გალაკტიონი წამებული? იმიტომ,რომ “აღუვსელი საწყაულის” დილემითაა გათანგული.

ეს არის “საიდუმლო მხარეში” შეღწევის სურვილი.

რატომ არ შეუძლია ადამიანს შეუძლებლის შეცნობა?

“სულს სწყურია საზღვარი”.

ამოხსნილი ამოცანა კი არ ამშვიდებს,არამედ აღელვებს,აფორიაქებს,რადგან ახალი ინტელიგრალების საბაბი ხდება.

რა არის ბედნიერება? მიჯნის გადალახვა და “საოცრების უბეში” შეღწევა.ეს კი არ ხერხდება.შეუძლებელია “ქვეყნისა და დროის გარეშე” ცხოვრება.ამიტომაც ეწამა.მაგრამ მისი წამება უმნიშვნელო როდია.იგი მოაზრებული უნდა იქნეს ბედნიერებისათვის მარადიულ ბრძოლად და საერთო ქმედების აპოთეოზად. (ავტორი გენია.ჯი)