ხოსე ლასამა ლიმა

ხოსე ლასამა ლიმა - დაიბადა 1910 წლის 19 დეკემბერს კამპამენტო დე კოლუმბიაში,ჰავანასთან ახლოს (კუბა).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი კუბელი მწერალი ,ლიტერატურული ორგანიზატორი და მთარგმნელი მრავალი ევროპული და ამერიკული ლირიკისა.გარდა ამისა,მის სახელთან ასოცირდება ფუნდამენტალური შემდგენა – “კუბური პოეზიის ანთოლოგიისა”.ხოსე,ქვეყნიერებას სამხედრო ნაწილში მოევლინა.მამა წოდებით პოლკოვნიკი გახლდათ.რვა წლის ასაკში ხოსეს გრიპის შედეგად ფლორიდაში მამა გარდაეცვალა.ახალგაზრდობაში აქტიურად იყო ჩართული რევოლუციურ მოძრაობაში. (ავტორი გენია.ჯი) 1930 წელს მონაწილე გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი საპროტესტო გამოსვლისა კუბაში,ხერარდო მაჩადოს დიქტატურის წინააღმდეგ.სამწერლო ასპარეზზე პირველად 1935 წელს გამოჩნდა,ესეების გამოქვეყნების შემდეგ.1936 წელს აქვეყნებს თავის პირველ ლექსებს.1937 წელს გაიცნო ესპანური ენის საუკეთესო ლირიკოსი პოეტი – ხუან რამონ ხიმენესი,რომელთანაც ახლო მეგობრობა ძალიან დიდხანს აკავშირებდა.დაამთავრა ჰავანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1938 წელს.1938-1940 წლებში მუშაობდა საადვოკატო კანტორაში.1940-1950 წლებში ხელმძღვანელობდა ინტელექტუალთა წრეს “პოეტ-ტრანსცენდენტალისტებს”.ამავე წლებში დააარსა რამდენიმე ლიტერატურული ჟურნალი,მათ შორის ყველაზე ცნობილი ჟურნალი იყო “Origenes”.მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებოდა ასთმით,რის გამოც ჰავანა მან სულ ორჯერ დატოვა.პირველად მაშინ როდესაც იმოგზაურა მეხიკოში 1949 წელს და მეორედ იამაიკაზე 1950 წელს.ცხოვრობდა საკუთარ სახლში დედასთან,დასთან და მეუღლესთან ერთად.1945-1959 წლებში მუშაობდა კუბის განათლების სამინისტროში.კუბის რევოლუციის შემდეგ მოღვაწეობდა ლიტერატურის ინსტიტუტსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში.აღსანიშნავია,რომ მისმა პირადმა ცხოვრების წესმა იგი სრულ იზოლაციაში მოაქცია კუბელი მწერლის ერნესტო პიდლისთან საქმის დაჭერის გამო.1966 წელს გამოაქვეყნა რომანი “სამოთხე”,რომელსაც დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) მანამდე 1938 წელს აქვეყნებს ესეს “საუბარი ხუან რამონ ხიმენესთან”,ასევე მის მმიერ სხვადასხვა წლებსი გამოქვეყნებულ იქნა – “დროის მოწყობილობა”,პისანო ჰავანაში”,”საგაზეთო ქრონიკა”,”გონების მიზიდულობა” და სხვა ნაწარმოებები.მის კალამს ასევე ეკუთვნის დაუმთავრებელი რომანი (რომელიც მაინც იქნა გამოქვეყნებული) “ოპიანო ლიკარიო”.ასევე ის ავტორია პოემისა “ნარცისას სიკვდილი” და ლექსების კრებულებისა “ჩემი მტრის ექო”,”დონორი” და სხვები.მისმა შემოქმედებამ არა მარტო სამხრეთ ამერიკულ კონტინენტზე,არამედ მეხსიკასი,ესპანეთსა და სხვა ქვეყნებშიც დიდი მოწონება დაიმსახურა.ამის გამო მისი შემოქმედება მრავალ უცხო ენაზე იქნა ნათარგმნი.1972 წელს დაჯილდოებულ იქნა პოეტების პრემიით “მალდორორი”,ასევე დაჯილდოებულ იქნა მისი ნაწარმოები “სამოთხე” იტალიური ლიტერატურული პრემიით,როგორც საუკეთესო უცხოური ნაწარმოები.ხოსე ლასამა ლიმა გარდაიცვალა 1976 წლის 9 აგვისტოს ჰავანაში. (ავტორი გენია.ჯი)