“ჯუზეპე გარიბალდის წერილი რაფაელო ჯიოვანოლის”
იტალიის ეროვნული გმირის – ჯუზეპე გარიბალდის (1807-1882 წლები) წერილი შესანიშნავი ისტორიული რომანის “სპარტაკის” ავტორს – რაფაელო ჯიოვანოლის (1838-1915 წლები):
“თუმცა წიგნების წასაკითხად დრო არც კი მრჩება,სულმოუთქმელად წავიკითხე თქვენი “სპარტაკი” და დიდად აღტაცებული და მოხიბლული ვარ.ვიმედოვნებ,რომ თქვენი თანამემამულენი დააფასებენ ამ ნაწარმოების უდიდეს ღირსებას და მისი წაკითხვისას უსაზღვრო სულიერი სიმტკიცით განიმსჭვალებიან თავისუფლების წმინდა საქმისათვის ბრძოლაში. (ავტორი გენია.ჯი) თქვენ,რომაელო,ასახეთ არა საუკეთესო,მაგრამ მაინც ბრწყინვალე ეპოქა დიადი რესპუბლიკის ისტორიისა,ეპოქა როცა ქვეყნიერაბის ზვიადი მბრძანებელნი ბიწიერებისა და გახრწნილების ჭაობში ეფლობოდნენ.თუმცა,ამის მიუხედავად,მომავალ თაობებს მისცეს ისეთი ბუმბერაზი ადამიანები,რომელთა მსგავსი არ ჰყოლია მანამდე არც ერთ ხალხს და არც ერთ ეპოქას.
ყველა გამოჩენილ პირთა შორის უდიდესი იყო კეისარი – თქცა ერთმა ცნობილმა ფილოსოფოსმა და,მართლაც კეისრის საქმენი განადიდებენ თქვენს მიერ ასახულ ეპოქას.
თქვენ მიქელანჯელოს მარჯვენით გამოჰკვეთეთ სპარტაკის,ამ მონათა მესიის სახე და მეც,როგორც განთავისუფლებული მონა,მადლობას გიხდით ამისათვის და იმ მღელვარე წუთებისთვისაც,თქვენი წიგნის კითხვისას რომ განვიცადე.ხან რუდიარის ბრწყინვალე საქმენი აღმაფრთოვანებდა,ხან ცრემლები მინამავდა სახეს და,როცა დავამთავრე,მწარე სინანულმა შემიპყრო,რომ ასე მოკლე იყო მისი ამბავი.
დაე,მარად ცოცხლობდეს ჩვენს თანამემამულეებში ხსოვნა იმ უდიდესი გმირებისა,რომლებიც ჩვენს მშობლიურ მიწასი განისვენებენ,სადაც აღარც გლადიატორები იქნებიან და აღარც მბრძანებლები”.
ჯუზეპე გარიბალდი (კარპერა,1877 წლის 25 ივნისი)