მიშელ უელბეკი

მიშელ უელბეკი – რომლის ნამდვილი სახელი გახლავთ – მიშელ ტომა,დაიბადა 1958 წლის 26 თებერვალს,საფრანგეთის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ რეიუნიონზე (საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია,ინდოეთის ოკეანეში).იგი წარმოადგენს იმ დიდ ფრანგ მწერალსა და პოეტს,რომელიც 1998 წელს დაჯილდოებული იქნა – “ნობელის პრემიით” ლიტერატურის დარგში.გარდა ამისა დაჯილდოებულია  - “გონკურის ლიტერატურული პრემიითაც”.მიშელის მამა ალპინისტი გახლდათ,ხოლო დედა ანესთეზიოლოგი.იგი ჯერ ალჟირში,დედის მშობლებთან იზრდებოდა,ხოლო ექვსი წლის ასაკში კი ბებიამ აიღო მასზე მზრუნველობა.სწორედ ბებიის გვარი გამოიყენა შემდგომში მიშელმა თავის ფსევდონიმად.ლიცეუმის დამთავრებს შემდეგ, 1975 წელს, მიშელი შედის პარი-გრინიონის ეროვნულ აგრონომიულ ინსტიტუტში.აქ იგი აარსებს ლიტერატურულ ჟურნალს “კარამაზოვი”,სადაც თავის რამდენიმე ლექსს აქვეყნებს. 1978 წელს იგი აგრონომის დიპლომს იღებს.ამის შემდეგ მიშელი სწავლას განაგრძობს ლუი ლუმიერის ეროვნულ უმაღლეს სკოლაში,კინემატოგრაფიის სექციაზე,რომელსაც წარმატებით ამთავრებს 1981 წელს. ამავე წელს იბადება მისი ვაჟი, ეტიენი.რამდენიმე წელიწადი მიშელი უმუშევარია,ამას ემატება მეუღლესთან განქორწინება,რის გამოც ძლიერი დეპრესია ეწყება. 1983 წლიდან ინფორმატიკოსის კარიერას იწყებს,შემდეგ,სამი წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს.ამ პერიოდს აღწერს იგი თავის რომანში – “ბრძოლის სფეროს გაფართოება”. 1991 წელს გამოდის მიშელ უელბეკის ორი პოეტური კრებული,რომლებსაც არანაირი წარმატება არ მოჰყვება.პირველი რომანი,ბრძოლის სფეროს გაფართოება, რომელიც თავიდან ბევრმა გამომცემელმა დაიწუნა, 1994 წელს გამოიცა და უდიდესი წარმატება ჰხვდა წილად,განსაკუთრებით ახალ თაობაში. 1999 წელს საფრანგეთში,ფილიპ ჰარელის მიერ რომანი ფილმად იქნა გადაღებული,ხოლო 2000 წელს დანიაში ჟან ალბინუსმა მისი სატელევიზიო დადგმა განახორციელა. 2002 წლის 17 სექტემბერს ჟურნალში Lire გამაოქვეყნებული მისი ინტერვიუს გამო რამდენიმე ისლამურმა საზოგადოებამ და მათ შორის პარიზის მეჩეთის წინამძღოლმა უელბეკი დაადანაშაულა ისლამოფობიასა და რასიზმში.მართალია,პარიზის ინტელექტუალური საზოგადოების თანადგომისა და მისი პირადი ადვოკატის წყალობით მწერალს ბრალი მოეხსნა, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ უელბეკმა დატოვა საფრანგეთი და ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. (ავტორი გენია.ჯი)