ჯონ-ანტუან ნო – “გონკურის პრემიის” პირველი ლაურეატი
ჯონ-ანტუან ნო - დაიბადა 1860 წლის 19 ნოემბერს სან-ფრანცისკოში (ამერიკა).იგი გახლდათ დიდი ფრანგი მწერალი და სიმბოლიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი პოეტი.სწორედ ნო იყო ის პირველი მწერალი,რომელსაც მიენიჭა საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიტერატურული ჯილდო – “გონკურის პრემია” (1903 წელი),რომანისათვის “მტრის ძალა”.იმ პერიოდში ნო საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილისათვის იყო ცნობილი და ისიც იმით,რომ იშვიათად აქვეყნებდა პუბლიკაციებს ჟურნალში -”la Revue blanche”.”გონკურის პრემიის” ჟიურიში წარმოდგენილი იყვნენ ისეთი ცნობილი მწერლები როგორებიც იყვნენ – ჟორის-კარლ გუსმანსი,ოქტავ მირბო,ლეონ დოდე,ლეონ ენიკი,ძმები რონები და სხვები. (ავტორი გენია.ჯი) სულ ჟიურიში 10 პერსონა ირიცხებოდა და ხმის უმრავლესობით გადაწყდა (6 თანხმობა 4-ის უარყოფის წინააღმდეგ),რომ ჯონ-ანტუან ნოსათვის და მისი შესანიშნავი რომანისათვის – “მტრის ძალა”,მიენიჭებინათ “გონკურის პრემიის” დაარსების ისტორიაში პირველი ჯილდო.ჟიურის თავჯდომარემ “გონკურის პრემიისა” ჟორის-კარლ გუსმანსმა,ნოს დაჯილდოების შემდეგ განაცხადა: “დღესდღეობით ეს ის საუკეთესო რომანია,რომელიც ჩვენვე უკვდავყავით”.ჯონ-ანტუან ნო გარდაიცვალა 1918 წლის 17 მარტს ტრებულში (საფრანგეთი). (ავტორი გენია.ჯი)