პიერ დანინოსის ნაწარმოებიდან – “მავანი ბატონი ბლო” (ვინ არის ფრანგი?)

“ღმერთო ჩემო!.. როგორ უნდა განვსაზღვროთ,რას წარმოადგენს ფრანგი? ტრადიციული განმარტება: ფრანგი ისაა,ვინც პურსა ჭამს,გეოგრაფიისა არა გაეგება რა და საპატიო ლეგიონის ორდენს ატარებსო – არც ისე შორსაა ჭეშმარიტებისაგან.მართლაც… როგორ უნდა დაახასიათო ეს ხალხი,კვირაობით თავს რესპუბლიკელად რომ აცხადებს,დანარჩენ დღეებში კი ინგლისის დედოფალს ეთაყვანება; თავმდაბლობის პრეტენზია რომ აქვს,თან გამუდმებით ამტკიცებს,ცივილიზაციის ლამპარი ჩვენ გვიპყრიაო ხელთ; საღი აზრი ძირითად საექსპორტო საგნად გაუხდია,შინ კი კეთილგონიერებას ისეთი მცირე რაოდენობით იტოვებს,რომ საკმარისია რომელიმე მთავრობამ ფეხი მოიკიდოს,მაშინვე ძირს გამოუთხრის; საფრანგეთი გულის სიღრმეში რომ მოუთავსებია,ქონება კი საზღვარგარეთ; (ავტორი გენია.ჯი) ებრაელებს რომ ვერ იტანს,თუმცა ყოველი მათგანის უახლოესი მეგობარი ებრაელია; ხალხი,რომელიც აღტაცებულია,როცა შანსონიე ძველ მეომარს გესლიანად ამათრახებს,მაგრამ,როგორც კი საყვირს ჩაჰბერავენ,ბრძოლის ჟინით აენთება; კრიტიკას ვერ იტანს,თუმცა გამუდმებით იცინის საკუთარ ნაკლზე; თავი ნატიფი ხაზების ტრფიალად მიაჩნია,თან გულით უყვარს ეიფელის კოშკი; აღფრთოვანებულია ინგლისური გულუბრყვილობით და თითოეულ მათგანს დიდ სისულელედ მიაჩნია გადასახადების ინსპექტორს ზუსტი ცნობები მიაწოდოს საკუთარ შემოსავალზე; შოტლანდიელთა სიძუნწეს დასცინის,თვითონ კი ერთთავად ცდილობს დაწესებულ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეიძინოს უველაფერი; მუდამ მზად არის მშობლიური ქვეყნის ისტორიიდან რაიმე მოვლენა დაიმოწმოს,ახალ ისტორიებში გარევას კი ერიდება; ვერ წარმოუდგენია,როგორ უნდა გადალახო საზღვარი ისე,მებაჟეს ცოტა რამე მაინც არ დაუმალო,თან გულწრფელად აღაშფოთებს კანონის ნებისმიერი დარღვევა: დარწმუნებულია,რომ ადვილად ვერავინ გამაცურებსო და დაუფიქრებლად აძლევს ხმას ნებისმიერ დეპუტატს,რომელიც ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას დაპირდება; ხალხი,რომელიც ამბობს,აპრილში თბილი ტანსაცმელი არ მჭირდებაო,გათბობას კი ოცდათერთმეტ მარტს გამორთავს ხოლმე; საფრანგეთის ბუნების სილამაზეს უგალობს და ბარბაროსულად ექცევა მას; დიდ პატივს სცემს მართლმსაჯულებას,ადვოკატს კი მხოლოდ იმისათვის მიმართავს,გაიგოს როგორ აუაროს გვერდი კანონს; და ბოლოს,მოჯადოებული უსმენს,როცა რომელიმე გამოჩენილი ადამიანი მათ “სიდიადეზე”,”უდიდეს” განმანათლებლურ მისიაზე,მათ “დიად” ქვეყანაზე,”დიდებულ” ტრადიციებზე ესაუბრება,თან იმაზე ოცნებობს,რომ “პატარა ხანს” მშვიდად იცხოვროს,პენსიაზე გავიდეს,სადმე”პატარა” წყნარ კუთხეში დასახლდეს,”პატარა” ნაკვეთის ჰქონდეს,გვერდს უმშვენებდეს “ერთი პატარა”,უპრეტენზიო ცოლი,”უბრალო” კაბებით რომ დაკმაყოფილდება და “უბრალო”,მაგრამ გემრიელ სადილებს რომ მოუმზადებს.

ფრანგი? უპირველეს ყოვლისა,ეს არის არსება,რომელიც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება თქვენს წარმოდგენას მასზე”. (ავტორი გენია.ჯი)