მატეო ალემანი
მატეო ალემანი - დაიბადა 1547 წელს ესპანეთის ულამაზეს ქალაქ სევილიაში.იგი გახლდათ გამოჩენილი ესპანელი მწერალი,ავტორი შესანიშნავი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიკარესკული ჟანრის რომანისა (ასეთი ჟანრის ნაწარმოებში სპეციფიკური ფორმით მოთხრობილია გაიძვერა გმირის ან პერსონაჟების თავგადასავალი) – “გუსმან დე ალფარაჩე”,დაწერილი 1599-1605 წლებში.ამ შესანიშნავი ნაწარმოების გარდა,მატეო ალემანის კალამს ეკუთვნის პოეტური ენით,ბიოგრაფიის აღწერა ერთ-ერთი რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანის – ანტონ პადუანელისა. (ავტორი გენია.ჯი) ასევე მისი ნაშრომია “Orthografia Castellana” ,რომელიც დაწერა მისი მექსიკაში მოგზაურობის დროს.მიუხედავად ამ ნაწარმოებების დაწერისა,ალემანს მსოფლიო აღიარება მოუტანა პიკარესეულმა რომანების ციკლმა – “გუსმან დე ალფაჩარე”.თავდაპირველად რომანი გამოქვეყნდა სახელწოდებით “ადამიანის ცხოვრების ჩირაღდანი”.მის გამოქვეყნებას ისეთი დიდი წარმატება ხვდა წილად,რომ მისი პირველი ნაწილი დატაცებულ იქნა მკითხველის მიერ.ცნობილია ისიც,რომ მატეოს აღნიშნული ნაწარმოები 6 წლის მანძილზე,26-ჯერ იქნა გამოცემული და სამ სხვადასხვა ქვეყანაში 50 000-ანი ტირაჟით გაიყიდული (რაც იმ პერიოდისათვის მართლაც უზარმაზარი ციფრი იყო).მეორე ნაწილი რომანისა,მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ გამოქვეყნდა და ითარგმნა – ფრანგულ და იტალიურ ენებზე 1605 წელს.მატეო ალემანი გარდაიცვალა დაახლოებით 1610 წელს,მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში.მისი რომანი – “გუსმან დე ალფაჩარე”,დღემდე,ესპანური “ოქროს საუკუნის” ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. (ავტორი გენია.ჯი)