გრეის აგილარი
გრეის აგილარი - დაიბადა 1816 წლის 2 ივნისს ჰანკში (თანამედროვე ლონდონის ნაწილი),ებრაელი ვაჭრების ოჯახში.იგი გახლდათ გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ქალი და ავტორი სენტიმენტალური ჟანრის ნაწარმოებებისა.მისი წინაპრები ესპანეთიდან იყვნენ ემიგრირებული,რელიგიური დევნის პერიოდში.დაბადების სახელი მირიამია.საშუალო განათლება სახლში მიიღო.გრეისის დედა ღრმად მორწმუნე გახლდათ და შვილისაგანაც მკაცრად მოითხოვდა ყოველდღიურად წაეკითხა “წმინდა წერილი”.გრეის აგილარის პირველ ლიტერატურულ შემოქმედებად შეიძლება მივიჩნიოთ მისი დღიურები,რომლის დაწერაც აგილარმა შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო (დღიურების დაწერის თვისება,მას ცხოვრების ბოლომდე მიჰყვა).თორმეტი წლის იყო,როდესაც დაწერა პირველი დრამა “Gustavus Vas”. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად,მის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ნაწარმოებები გამოიცემოდა ანონიმურად.1835 წელს აქვეყნებს ლექსების კრებულს – “The magic vreath” და მასაც ანონიმურად.აღნიშნული კრებულის გამოქვეყნების შემდეგ,მალევე დაწერა ორი მოთხრობა,რომლის თემებიც გახლდათ დედობრივი სიყვარული და ოჯახში აღზრდის ტრადიცია – “Home influence” და “The motter’s recompense”.ნაწარმოებებმა დიდი მოწონება და გამოხმაურება ჰპოვა მკითხველში და გავრცელებულ იქნა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ოჯახებში.მიუხედავად იმისა,რომ მისი რელიგიური გრძნობები ყოველთვის ქრისტიანულ მორალს მიჰყვებოდა,საბოლოო ჯამში წინაპართა რელიგიის ერთგული დარჩა (იუდეველი),რაც გამოხატა კიდეც მის ნაწარმოებში – “Woman’s friendship”.მისი შემოქმედება რვა ტომს მოიცავს და სრულყოფილად დაბეჭდილ და გამოცემულ იქნა ლონდონში 1861 წელს.გრეის აგილარი გარდაიცვალა 1847 წლის 16 სექტემბერს ფრანქფურტში (გერმანია). (ავტორი გენია.ჯი)