კვაზიმოდო – “ეპიზოდი”
ვიქტორ-მარი ჰიუგოს გენიალურ ნაწარმოებში - “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” (დაწერილი 1871 წელს) მოყვანილი ერთ-ერთი მთავარი გმირი - კვაზიმოდო (კუზიანი ნორტ დამიდან),არ არის მწერლის მიერ გამოგონილი პერსონაჟი და ფანტაზიის ნაყოფის შედეგი,არამედ იგი სრულიად რეალური პიროვნება გახლდათ,იმ პერიოდის საფრანგეთში.ერთ-ერთმა ბრიტანელმა მკვლევარმა აღმოაჩინა მემუარები,რომლებშიც ვრცლად არის მოთხრობილი – იმ “კუზიანი,ქვის მეჩუქურთმის” შესახებ,რომელიც ნორტ დამში ცხოვრობდა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში “მნათეთ” მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც გვარწმუნებენ,სწორედ ამ პიროვნების მიხედვით შექმნა დიდმა ჰიუგომ მისი პროტოტიპი – “კვაზიმოდო”.რომანის მიხედვით სახელი კვაზიმოდო შესაძლოა ორნაირად ვთაგმნოთ.ერთი ვერსიით მას კვაზიმოდო დაარქვა – კლოდ ფროლომ,რომელიც “პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის” არქიდიაკონი გახლდათ.აღნიშნული სახელი კი იმიტომ დაარქვა,რომ მან ტაძრის კიბეებზე იპოვა ბავშვი,სწორედ კვაზიმოდოს კვირადღეობას.მეორე ვერსიით, კი ლათინურად კვაზიმოდო ნიშნავს – “თითქმის მსგავსს”.ამ ვერსიის თანახმად,მწერალი შეეცადა მკითხველისთვის გაეღვიძებინა იმის აღქმა,რომ ურჩხულივით შესაზარი კვაზიმოდო,ფიზიკურად უდეფექტო ადამიანის “თითქმის მსგავსია”, ან იქნებ უკეთესიც კი. (ავტორი გენია.ჯი)