გრიგოლ კიკნაძე “ვაჟა-ფშაველას” შესახებ წერდა…
“ბევრი მწერალი რომ მოვლენათა დიდი სფეროების გასულიერებას გვაწვდის,ამის ჩვენება ძნელი ამოცანა არ არის.ლიტერატურული ცხოვრების განვითარებაზე ერთი თვალის გადავლებაც კი დაგვანახებს,რომ ბევრი მწერლის თხზულებებში “გასულიერება” ხანდახან არანაკლები ძალითაა მოწოდებული,ვიდრე ჩვენ მას ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ვხვდებით.ყოველი პოეტი,რამდენადაც ის პოეტია,მიმართავს “გასულიერებას”.ამისგან თავის დაღწევა,ალბათ,არც ერთ პოეტს არ შეუძლია,მაგრამ ისინი ვაჟასგან იმით განსხვავდებიან,რომ სხვა პოეტები ასეთ შემთხვევაში გვარწმუნებენ,რომ სხვა ხერხთან გვაქვს საქმე.ეს ნიშნები გამოიხატება იმაში,რომ პოეტი არ სცილდება გარკვეულ საზღვარს,სიფრთხილეს იცავს ამ ხერხის გამოქვეყნებაში და სწორედ ამით – სიფრთხილით ამჟღავნებს,რომ მისთვის “გასულიერება” ხერხია.(ავტორი გენია.ჯი) ვაჟასათვის კი არ არსებობს ამ მხრივ არავითარი საზღვარი,არავითარი სიფრთხილე და ვაჟას უდიდესი ოსტატობა იმაშია,რომ მისთვის ეს შესაძლებელი და მისაწვდომია,ამ მხრივ ვაჟა გაბედულ და საზღვარდაუდებელ ნიჭს ააშკარავებს.შესაბამისად,ცუდი თუ კარგი,წარმტაცი,მომხიბლავი და პირიქით – ღირსია იმისა,რომ არ განსხვავდეს ურთიერთისაგან,როგორც ობიექტი ვაჟას,პოეზიისა.ყველაფერი იმსახურებს ვაჟას ყურადღებას და მისი ინტერესის ობიექტი ხდება.(ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ არის,რომ ბუნების ყოველი მოვლენა ვაჟას შემოქმედებაში,მის წიაღში მონავარდე ყოველი არსება – მგრძნობიარე და აზრიანია”.