ფელისბერტო ერნანდესი
ფელისბერტო ერნანდესი - დაიბადა 1902 წლის 20 ოქტომბერს ურუგვაის დედაქალაქ – მონტევიდეოში.იგი გახლდათ გამოჩენილი ურუგვაელი მწერალი.ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ლიტერატურითა და მუსიკით.ამის გამო შეიყვანეს მონტევიდეოს მუსიკალურ და ლიტერატურულ წრეებში. (ავტორი გენია.ჯი) 1920-1930-იან წლებში გამოდიოდა ფორტეპიანოს კონცერტებზე მონტევიდეოში და ასევე მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა პროვინციებში.მუშაობდა რადიოში,ამასთან ერთად,ეწეოდა საკმაოდ მოკრძალებულ ცხოვრებას.პირველი მცირე ზომის ნაწარმოებები გამოაქვეყნა მეგობრების ფინანსური მხარდაჭერით 1942 წელს და იგი მოიცავდა საკუთარი მასწავლებლის კლემენტ კროლინგის ბიოგრაფიას “კლემენტ კროლინგის დროს”.1944 წელს მის ნოველებს აქვეყნებს გენიალური არგენტინელი პროზაიკოსი ხორხე ლუის ბორხესი,თავის ჟურნალში “ბუენოს-აირესის რვეულები”.მანამდე 1940 წელს გაიცნო ფრანგი პოეტი და დრამატურგი ჟიულ სიუპერველე,რომლის დახმარებითაც საფრანგეთის მთავრობისაგან ენიშნება სტიპენდია 1946 წელს და მცირე ხნით მიემგზავრება საფრანგეთში. (ავტორი გენია.ჯი) საიდანაც წავიდა ლონდონში და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა,კითხულობდა ლექციებს.1961 წელს ურუგვაიში გამოიცა ნოველების კრებული “ნიანგი”,რომელმაც კომერციული წარმატება მოუტანა მას,რაც ერთადერთი შემთხვევა იყო მის ბიოგრაფიაში.1963 წელს ერნანდეს ლეიკემიის პირველი სიმპტომები აღმოაჩნდა.მისი შემოქმედება მოიცავდა ნეორომანტიულ ფანტასტიკურ ჟანრის ელემენტებს.1947 წელს გამოსცა ნოველების კრებული “შუქი არავინ აანთო”,ნაწარმოები “თოჯინა სახელად ორტენსია”,მოთხრობა “სახლი წყლის ქვეშ”.ასევე წერდა პუბლიკაციებს.ფელისბერტო ერნანდესი გარდაიცვალა 1964 წლის 13 იანვარს მონტევიდეოში ლეიკემიის შედეგად.მის მიერ დაწერილი ნაწარმოებები კი დღემდე პოპულარობით სარგებლობს მკითხველში. (ავტორი გენია.ჯი)