ვახტანგ ჭელიძე – “თარგმანის” შესახებ…
თუ თქვენ ქართულად თარგმნით ამა თუ იმ თხზულებას,უნდა გააქართულოთ კიდეც იგი.თარგმნილი თხზულება უკვე იმ ენის საკუთრებაცაა,რა ენაზეც თარგმნით ამ შემთხვევაში ქართულისა.იგი ლიტერატურის საგანძურში შედის,ამდიდრებს ამ ლიტერატურას – თუკი,რა თქმა უნდა,თავად წარმოადგენს რაიმე სიმდიდრეს; მასზე ქართველი ახალგაზრდობა უნდა აღიზარდოს,მთელი თაობები,იგი უკვე ქართულია,ჩვენია, და თუ არ გაქართულდა – ამ სიტყვის სწორი და არა უკუღმართი გაგებით – მაშინ არც გახდება ჩვენი ლიტერატურის მკვიდრი,არ გაითავისებს მკითხველი,ან არა-და,ყალბ წარმოდგენას შეუქმნის ორიგინალზე.
სულ სხვა საქმეა ორიგინალის მადლი და კოლორიტი,რაც უსათუოდ უნდა გადმოჰყვეს თარგმანს,მაგრამ ისე,რომ ქართული ენის ბუნება არ დაირღვეს.ყველა კარგ მწერალს თავისი სტილი და წერის მანერა აქვს. და,რაღა თქმა უნდა,მისი გადმოტანა სასურველია.(ავტორი გენია.ჯი) არა თუ სასურველი – აუცილებელია.აბა,ქართულ ლიტერატურას გადახედეთ – განა ყველა ჩვენი მწერალი ერთნაირად წერს? ღმერთმა დაგვიფაროს,რომ ასე იყოს.
სხვადასხვა სტილი აქვთ,მაგალითად ლევან გოთუას,მიხეილ ჯავახიშვილსა და რევაზ ინანიშვილს,,
მაგრამ ყველანი ისინი ქართულად წერს.ასევეა ყველა სხვა ერის მწერლობაში.ასე განსხვავდება ერთმანეთისაგან ბალზაკის,მერიმეს თუ სტენდალის წერის სტილი,თუმცა ყველანი კი ფრანგულად წერენ.ჩარლზ დიკენს ისე ვერ თარგმნი,როგორც ოსკარ უაილდს,მაგრამ დიკენსიცა და უაილდიც თავისუფლად უნდა იკითხებოდეს ქართულად.
ერთი სიტყვით,ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული,როგორ მოახერხებს მთარგმნელი ორიგინალის სტილისა და თავისებურებების გადმოცემას.ქართული ენა ზღაპრულად მდიდარია და არა მარტო ლექსიკით.იოანე ზოსიმე რომ წერს,ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არსო… აქ ეს ზღაპრული სიმდიდრეც იგულისხმება.ნიკო მარი წერდა,რომ ქართულ ენაზე შეგიძლია გამოხატო ყოველგვარი აზრი და სახეო.სწორედ ამიტომ,ქართულად გადმოღებული თხზულება რომ ბუნებრივი ქართულით იყოს თარგმნილი და “ქართულად ჟღერდეს” – ეს უპირველესი და აუცილებელი პირობაა.(ავტორი გენია.ჯი) მთარგმნელის ხელოვნება ამის შემდეგ იწყება,თარგმნის ხარისხი ამის შემდეგ უნდა შეფასდეს – იმის მიხედვით,თუ როგორ ახერხებს მთარგმნელი ორიგინალის განწყობილების გადმოღებას.
იქნებ ათმა მწერალმა თარგმნოს ერთი და იგივე ნაწარმოები.ბუნებრივია,რომ ათივე ერთმანეთისაგან განსხვავებული იქნება.მაგრამ სავსებით შესაძლებელია,ათივე სასურველი სიზუსტით გადმოსცემდეს ორიგინალის განწყობას.
თარგმანის ფართო მნიშვნელობა ეროვნული კულტურისათვის,უდიდესი დანიშნულებისაა და იგი მართლაც განუსაზღვრელად ძვირფასია.სიტყვის ხელოვნება ანუ მწერლობა,მართლაც საფუძველია მთელი სულიერი კულტურისა.ამასთან,ადამიანები,რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი,დამოუკიდებლად ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობებისა,თითქოს იდუმალი ძაფებით არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან.თვით ადამიანის ბუნებაა ასეთი.ალბათ ძნელი დასადგენი იქნება – პრომეთეოსის უფრო ძველია თუ ჩვენი ამირანი,ან რომელი რომლის გავლენით არის შექმნილი!
ყველა უნდა გრძნობდეს მთრაგმნელის განუზომელ დამსახურებას,ამ თუ იმ ქვეყნის კულტურული სულის ამაღლებაში და ეს ერთგვარ დებულებადაც კი უნდა გავითავისოთ.რადგან,რომ არა ისინი ნებისმიერი ქვეყნის კულტურასა და სულიერებას,უდიდესი პრობლემები შეექმნებოდა.(ავტორი გენია.ჯი) ჩვენ კი ვერ გავიგებდით შექსპირისეულ სიყვარულის,გასაოცარ აკორდებს,დანტესეულ “ღვთაებრივ კომედიას”,ვერ გავაცნობიერებდით გოეთეს,უაილდის,გუსტავ დორეს,ბალზაკისა და სხვათა შემოქმედებებს და ასევე ვერ გააცნობიერებდა კაცობრიობა რუსთაველის გენიალურ ქმნილებას – “ვეფხისტყაოსანი”!