ლუდოვიკო არიოსტო
ლუდოვიკო არიოსტო - დაიბადა 1474 წლის 8 სექტემბერს რეჯიო-ნელ-ემილიაში (იტალია).იგი გახლდათ დიდი იტალიელი პოეტი და დრამატურგი,”აღორძინების ეპოქისა”.ლუდოვიკოს მამა ცდილობდა შვილი სამართლის სპეციალისტის პროფესიას დაუფლებოდა,თუმცა თავად ლუდოვიკო იურისპოდენციის მიმართ დიდ ყურადღებას არ იჩენდა. (ავტორი გენია.ჯი) მას უფრო კლასიკური ლიტერატურის მიმართ ჰქონდა ინტერესი.ძალიან კარგად შეითვისა ფორმები რომაული პოეზიისა და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ლექსები ლათინურ ენაზე დაეწერა.ლუდოვიკოს მიერ დაწერილმა ლექსმა ლათინურ ენაზე – “Carmen Epithalamium”-მა (რომელიც მიუძღვნა ჰერცოგ ალფონს I-სა და ლუკრეცია ბორჯიას დაქორწინებას),მას გზა გაუხსნა იმ პერიოდის მაღალი საზოგადოებისკენ.1503 წელს,კარდინალ იპოლიტე დე ესტეს სამსახურში ჩადგა,რომელიც თავის მხრივ ალფონს I-ის ძმა გახლდათ.იგი ხელმძღვანელობდა კარდინალის სასახლის კარზე სხვადასხვა ღონისძიებებს.1522 წელს თავად არიოსტო ხდება გარფანიანის გუბერნატორი.დაქორწინდა ალექსანდრა ბენუჩიზე,რომელთან ერთადაც მთელი დარჩენილი ცხოვრება გაატარა.თუმცა ალექსანდრა სანამ არიოსტოს შეხვდებოდა,მანამ დაქორწინებული გახლდათ ცნობილი იტალიელი პოეტის ტიტო ვესპასიანო ტროცის ძმაზე – ტიტო დი ლეონარდოზე.მათი ურთიერთობა 1513 წლიდან ყველასგან საიდუმლოდ დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) ალექსანდრას მეუღლის გარდაცვალების შემდგომ (1515 წელს),წყვილის ურთიერთობა გაგრძელდა და საბოლოოდ 1528 წელს ასევე ყველასაგან მალულად ჯვარი დაიწერეს კიდეც.ასეთი მალული ფორმით სიყვარულისა და დაქორწინების მიზეზი კი ალექსანდრას მხრიდან ის გახლდათ,რომ ყოფილი მეუღლის მემკვიდრეობაზე პრეტენზია განეცხადებინა.მიუხედავად იმისა,რომ არიოსტოს ალექსანდრა ძალიან უყვარდა,არც ერთ მის ლექსსი მისი სახელი არასოდეს მოუხსენებია.არიოსტოს ყველაზე ცნობილი პოემა გახლავთ – “გაშმაგებული როლანდი”,რომლის სიუჟეტიც დაფუძნებული გახლდათ კაროლინგების დინასტიის ცნობილ ეპოსზე.ასევე არიოსტო ავტორია კომედიური ჟანრის ნაწარმოებებისა – “კომედია სკივრის შესახებ”,”შემცვლელები” და სხვა.მანვე დაიწყო პოემის “შეყვარებული როლანდის” წერა,თუმცა ბოლომდე ვერ დაასრულა,რადგან 1533 წლის 6 ივლისს – ლუდოვიკო არიოსტო გარდაიცვალა,იტალიის ქალაქ ფერარაში. (ავტორი გენია.ჯი)