მწერლების შესახებ…
მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში,ყოფილა ბევრი ისეთი მწერალი და დრამატურგი,რომლებიც განსაკუთრებულად ნაყოფიერი მუშაობით გამოირჩეოდნენ.მაგალითად:ალექსანდრე დიუმას 250 ტომი პროზა და 25 ტომი დრამატურგიული ნაწარმოები აქვს შექმნილი.ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა ბარბარა კარტლენდმა 250 წიგნი დაწერა.ონორე დე ბალზაკის შემოქმედება150 ტომისაგან შედგება.დიდ ესპანელ დრამატურგსა და პოეტს – ლოპე დე ვეგას 2700-მდე პიესა ჰქონდა დაწერილი,რომელთაგან ჩვენამდე ნხოლოდ 470-მა მოაღწია. (ავტორი გენია.ჯი) გენიალურმა ფრანგულენოვანმა ბელგიელმა მწერალმა – ჟორჟ სიმენონმა 415 რომანი დაწერა,თუმცა აქედან მხოლოდ 215 გამოაქვეყნა საკუთარი სახელით,დანარჩენი კი სხვადასხვა ფსევდონიმებით გამოსცა.ასევე გენიალურმა – ვოლტერმა მხოლოდ საკუთარ კორესპოდენტებს 210 ათასი წერილი გაუგზავნა.ხოლო ბერნარდ შოუმ ანალოგიურად ვოლტერისა,250 ათასამდე წერილი გაუგზავნა საკუთარ კორესპოდენტებს.გარდა ამისა მსოფლიო ლიტერატურაში,არსებობენ ისეთი დიდი მწერლებიც,რომელთაც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ნაწარმოები აქვთ დაწერილი.მაგალითად,საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მწერალი და იაპონისტი – არტურ გოლდენი,რომელსაც მხოლოდ ერთადერთი ნაწარმოები – “გეიშას მემუარები” აქვს დაწერილი (გამოქვეყნებულ იქნა 1997 წელს).მიუხედავად ამისა,მან აღნიშნული ნაწარმოებით სამუდამოდ დაიმკვიდრა თავის მსოფლიო ლიტერატურაში,როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო მწერალმა. (ავტორი გენია.ჯი)