სერ უოლტერ სკოტი – “რობერტ ბერნსის შესახებ”
“რობერტ ბერნსი – მაგარი კაცი იყო – ძლიერი და მკვრივი.სოფლური მანერები კი ჰქონდა,მაგრამ სიტლანქეს ოდნავადაც ვერ შენიშნავდით.ერთი შეხედვით გლეხი გეგონებოდათ,რომელსაც საგარეო ტანსაცმელი ჩაუცვამს და მემამულეს სწვევია სადილადაო.მთელი მისი არსებიდან დიდი უბრალოება,უშუალობა და მოკრძალება გამოსჭვიოდა.როცა შემოგხედავდა,გასაოცარ ძალასა და გამჭრიახობას შენიშნავდით.მის პოეტურ ბუნებასა და ტემპერამენტს მთელი სისავსით თვალები ამჟღავნებდნენ.დიდრონი,შავი თვალები,რომელთაც ხელადვე ცეცხლი წაეკიდებოდა,როგორც კი პოეტი გატაცებით დაიწყებდა რამეზე ლაპარაკს.ჩემს დღეში არ მინახავბას ამისთანა თვალები,თუმცა ბევრს შევხვედრივარ ჩვენი დროის გამოჩენილ ადამიანს. (ავტორი გენია.ჯი) ლაპარაკობდა თავისუფლად და დამაჯერებლად, და ერთი ბეწო თვითკმაყოფილებაც კი მის მეტყველებაში არ იგრძნობოდა.როცა კამათის დროს ვინმეს არ ეთანხმებოდა,თავის აზრს მუდამ მტკიცედ გამოთქვამდა ხოლმე,ოღონდ თავშეკავებისა და მოკრძალების საზღვრებს არც ამ შემთხვევაში გადავიდოდა.საკუთარ ლექსებს დინჯად და უბრალოდ კითხულობდა – არავითარი დეკლამაცია და ხელოვნურობა! მაგრამ ამ დროს საოცარი ძალა იგრძნობოდა მის ხმაში. (ავტორი გენია.ჯი).კითხულობდა ლექსებს და თან ფანჯარაში იყურებოდა,სივრცეს გასცქეროდა,მსმენელებს ერთხელაც არ მოგვხედავდა…”