სუნ ძი
სუნ ძი – დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 544 წელს,ჩიუციუსა და ჯანგოს პერიოდის ჩინეთის,ერთ-ერთ უძველეს ციის სამეფოში.იგი წარმოადგენდა იმ უდიდეს ჩინელ სამხედრო თეორიტიკოსს,მხედართმთავარს,მოაზროვნესა და მწერალს,რომელიც ავტორია საყოველთაოდ ცნობილი სამხედრო თეორიის ტრაქტატისა – “ომის ხელოვნება”.სუნ ძის შესახებ,უმნიშვნელოვანესი ბიოგრაფიული ცნობების ავტორია დიდი ჩინელი ისტორიოგრაფი და მწერალი ხანის დინასტიის ეპოქისა – სიმა ციანი (ძვ.წ.აღ-ით 145-90 წლები).მან უდიდესი ჩინელი სამხედრო თეორიტიკოსის შესახებ ცნობები,თავის მიერ დაწერილ – “ში ძი”-ში გადმოგვცა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის,აღნიშნული ისტორიული ქმნილება,ისეთივე დანიშნულების მატარებელია ჩინური ისტორიისა და კულტურისათვის,როგორიც დასავლური სამყაროსათვის,გენიალური ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტეს დიდებული ქმნილება – “ისტორია”.სიმა ციანის გადმოცემის მიხედვით,სუნ ძი უ-ს სამეფოს ერთ-ერთი თავადის ხო ლიუის დაქირავებულ მხედართმთავარს.მიუხედავად იმისა,რომ მათ შორის გაუგებრობა სუფევდა რიგი საკითხების გამო,ხო ლიუიმ სუნ ძის სამხედრო გენიას უარი მაინც ვერ თქვა და არც შემცდარა. (ავტორი გენია.ჯი) სარდალმა უმნიშვნელოვანესი სამხედრო წარმატებები მოუპოვა.სწორედ სუნ ძის სარდლობით იქნა განადგურებული ჩუ-ს სამეფო,რა დროსაც აიღო მისი დედაქალაქი ინი.გარდა ამისა დამარცხება აგემა ძინისა და მშობლიური ცის სამეფოებსაც.მისი უდიდესი დამსახურება იყო უ-ს სამეფოს გაძლიერება. ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნეში,ლაო ძი წერდა:
“ისტორიაში არსებობდა ადამიანი,რომელსაც მხოლოდ 30 000 მებრძოლი ჰყავდა.მიუხედავად ამისა,არ არსებობდა ძალა,რომელიც მას წინ აღუდგებოდა. ვინ იყო ის? მე გიპასუხებთ: სუნ ძი”.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სუნ ძიმ თავისი “უკვდავი” ტრაქტატი (დაწერილი ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში) – “ომის ხელოვნება”,დაწერა,სწორედ ხო ლიუის თხოვნის შედეგად.მოგვიანებით იგი სამსობლოში ბრუნდება,სადაც ძვ.წ.აღით 496 წელს გარდაიცვალა კიდეც.”ომის ხელოვნება” ავტორის მიერ დაწერილ იქნა საკუთარი ომებში მიღებული გამოცდილებების შედეგად.მისთვის ომის წარმოება ზუსტი მეცნიერება არ გახლდათ.იგი წერდა,რომ ომის წარმოება ის ხელოვნებაა,რომლის შედეგების წინასწარმეტყველება შეუძლებელია.თუმცაღა,წარმატებისთვის მაინც არსებობს გარკვეული წესები. (ავტორი გენია.ჯი) მხედართმთავარმა უნდა მოამზადოს თავდაცვა,რომელსაც ნებისმიერი შეტევის უკუგდება შეეძლება და მუდმივად მზად უნდა იყოს შეტევის უკუგდებისათვის.აუცილებელია,რომ სარდალი მზად იყოს ნებისმიერი რიცხოვნების მტრის დასამარცხებლად.მტრის დამარცხება კი არა მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენების გზით არის შესაძლებელი,არამედ მტრის მოსყიდვის და დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებითაც.სუნ ძი ყოველთვის ცდილობდა მოწინააღმდეგე სახელმწიფოში პოლიტიკური ოპოზიციის გამონახვას და მათი საშუალებით მტრისათვის ძირის გამოთხრას და მორალურად დაკნინებას.მისივე აზრიტ,პროფესიონალ სტრატეგს უნდა შეეძლოს მტრის ჯარის უბრძოლველად დამორჩილება,ალყის გარეშე მისი ქალაქების დაპყრობა და ხმლის გაუსისხლიანებლად ქვეყნების დამხობა.იგი ამბობდა: “იცნობდე მტერს და იცნობდე საკუთარ თავს,ამით ასობით ბრძოლას გადაიხდი წაგების გარეშეო”. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ნაპოლეონ ბონაპარტი სუნ ძის აღნიშნულ ტრაქტატს 1782 წელს,პარიზში გაეცნო და ბევრი რამ გაითვალისწინა კიდეც.გარდა ამისა,მისი სამხედრო სტრატეგია გათვალისწინებულ იქნა მაო ძედუნის,ფიდელ კასტროს,ვონ გუენ ზიაპის (ცნობილი ვიეტნამელი გენერალი) და სხვათა მიერ.დიდი სამხედრო ტეორიტიკოსი და მხედრათმთავარი სუნ ძი წერდა:
“არსებობს გზები,რომლებზეც არ დადიან; არსებობს არმიები,რომელთაც თავს არ ესხმიან; არსებობს ციხე-სიმაგრეები,რომელთაც ალყაში ვერ მოაქცევ; არსებობს ადგილები,რომელთათვის არ ღირს ბრძოლა: არსებობს ხელმწიფის ბრზანებები,რომელთაც არ ასრულებენ”. (ავტორი გენია.ჯი)