პავლე ინგოროყვას ავტოპორტრეტიდან…
პავლე ინგოროყვა (1893-1983 წლები) – თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მამულიშვილად და სამშობლოსათვის „დამაშვრალ” – „სულის ძლიერების” სიმბოლოდ.იგი გახლდათ ადამიანებთან კეთილ ურთიერთობას დანატრებული კაცი,რომელიც მიუხედავად მისი მომცრო და სუსტი სხეულისა,უდიდესი ენერგიით აკეთებდა ნამდვილ ქართულ საქმეს ისე,რომ არასოდეს არავის აგრძნობინებდა,მისი დიადი და უმნიშვნელოვანესი საქმეებით გადაღლას.იგი არასოდეს ჰკარგავდა თავის უბრალოებასა და მიწიერებას.არც იმას დაგიდევდათ,მეორე მსოფლიო ომისას,თუკი გერმანელები კავკასიონს გადმოლახავდნენ,კომუნისტების შედგენილ დასახვრეტთა სიაში,პირველი რომ ეწერა.მართლაც “დიდი ქართველი”,განურჩევლად “უსასტიკესი დროებისა”,კვლავაც ქართული საქმით იყო დაკავებული.როდესაც აკრიტიკებდნენ,იტყოდა ხოლმე: “იმ ბედნიერებას ვერ მივანიჭებ,რომ ჩემი პასუხის ღირსად გავხადოო” და კვლავაც აგრძელებდა იმას,რისიც სწამდა და რითაც ცხოვრობდა.
ასეთი ჩვეულება ჰქონდა – როცა რაიმეს დაწერდა,უსათუოდ უნდა წაეკითხა სხვებისათვის.ამასთან არასოდეს მოითხოვდა,შენი აზრი დაგეფიქსირებინა.ამისთვის არ კითხულობდა.არც იმისთვის,რომ კითხვის დროს გზადაგზა,როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ჩაესწორებინა იგი.არა,ეს უკვე საბოლოო იყო.როდესაც პავლე თავის ახალ დაწერილ თხზულებას კითხულობდა,ეს იყო მისი უდიდესი სიხარული. და ამ სიხარულს უზიარებდა იგი მეგობრებს.ეს ნამდვილი ზეიმი იყო!
საქართველოს ისტორიით და ძველი ქართული ლიტერატურით პავლე ინგოროყვა,ბავშვობიდანვე დაინტერესდა.მისთვის დამახასიათებელი იყო მშობლიური კულტურის მაღალი რწმენა,რაც რაღა თქმა უნდა გამორიცხავდა ყოველგვარი ნიჰილიზმის გამოვლინებას.მისი თამამი ჰიპოთეზები დამყარებული გახლდათ არა უსაგნო და მყვირალა პატრიოტიზმზე,არამედ თავისი ხალხის კულტურის ღრმა ცოდნაზე, და იმ შესაშურ თვისებაზე,რომელიც საკვლევ საგანს ვიწროდ,შეზღუდული პერსპექტივით კი არ უყურებს,არამედ ამ დიდი კულტურის მაღალი გადასახედიდან ჰხედავს.
პავლე ინგოროყვა გახლდათ ერთ-ერთი პირველი ქართველი მეცნიერი,რომელმაც თამამად და გადაჭრით წამოაყენა ჰიპოთეზა,იმისა,რომ ქართული ლიტერატურა გაცილებით უფრო დიდი ხნისაა,ვიდრე ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლის მიხედვით ვათარიღებთ.მისი აზრით ქართული საერო ლიტერატურა,ქრისტიანულ სასულიერო მწერლობაში კი არ ჩასახულა (როგორც ეს დაკანონებულია),არამედ იგი ძველი ქართული საერო მწერლობის ერთ-ერთი განშტოებაა.აღსანიშნავია ისიც,რომ მისი ასეთი სითამამე ძალიან ბევრს აღიზიანებდა.მიუხედავად ამისა პავლე ინგოროყვა წერდა:
“ახალმა ქართულმა ლიტერატურამ,რომელიც მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის საფუძველზე წარმოიშვა,შეითვისა ძველი “წარმართული” მწერლობიდან როგორც ანბანი,ისე,ჩანს,ზოგიერთი ლიტერატურული ტრადიციებიც (კერძოდ,ტრადიცია საერო მხატვრული მწერლობისა).შეითვისა ამ ახალმა ლიტერატურამ ძველი ლიტერატურიდან სავსებით დამუშავებული,უაღრესად მდიდარი სალიტერატურო ენა”.
მისი “რუსთაველიანათი” დიდებული ქმნილებაა ავტორისა.ლეგენდასავით იყო “გიორგი მერჩულეც”,რომელშიც დიდმა მამულიშვილმა ტიტანური ნიჭი და შრომა ჩადო.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიუხედავად უდიდესი ეკონომიკური სიდუხჭირისა,მაშინ როდესაც პურის ფულიც კი სანატრელი ჰქონდა,ჰონორარზე უარი განაცხადა! (უდიდეს მოწიწებასა და სიყვარულს ვგრძნობ ამ “დიადი ქართველის” მიმართ – გენია.გი)
ჩამოთვლაც კი ძნელია მისი ღვაწლისა.მიუხედავად ავადმყოფობისა,უკვე მოხუცმა კაცმა მაინც იმდენი შეძლო,რომ ქართველ ერს დაუტოვა და შემოუნახა კვლევები,რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ქართული ისტორიისა და ლიტერატურის საწყისი კუთხეები.
ყველაფრის აღნუსხვა,რაც პავლე ინგოროყვას თავისი ერის კულტურისათვის შეუძენია,ძალიან რთულია.მანვე გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძის ათტომეული,რომელიც დღემდე ყველაზე სრულყოფილად მიიჩნევა.იგი ყოველთვის აჩქარებული ნაბიჯით დაიარებოდა არქივიდან – საჯარო ბიბლიოთეკაში,ბიბლიოთეკიდან – მუზეუმში და ახალ-ახალ მასალებს ავლენდა.მასვე უნდა ვუმადლოდეთ აკაკი წერეთლისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა სრულ კრებულებს,მათ მომზადებასა და გამოცემებსაც.ძალიან რთულია კაცმა წარმოიდგინო,რომ ყოველივე ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთმა,ფიზიკურად სუსტმა ადამიანმა გააკეთა.
პავლე ინგოროყვამ,გარდა ზემოთ თქმულისა,გააკეთა უდიდესი ეროვნული საქმე,როდესაც ჯერ დააარსა ჟურნალი “კავკასიონი”,ხოლო შემდგომ გამომცემლობა “ქართული წიგნი”…
იგი “გმირი” იყო,ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.ოციანი წლების დასაწყისში,იმ არეულ წლებში დიდი საშიშროება დაემუქრა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალს.საათები წყვეტდა ქვეყნის ბედს.სწორედ ამ დროს პავლე ინგოროყვამ ფეხით მოიარა თითოეული მტკაველი იმ მიწა-წყლისა,რათა თავგანწირვით დაეცვა საერთაშორისო კომისიაში (რომლის მრჩევლად თუ კონსულტატად თავად იყო არჩეული) ყოველი მტკაველი ქართული მიწა.გასაოცარი ფაქტია,ფიზიკურად ასეთი სუსტი ადამიანისაგან ესოდენ დიდი ფიზიკური და სულიერი დატვირთვის გადატანა.
სტამბის მუშები განსაკუთრებით უყვარდა,რადგან მათში ყველაზე ალალ-მართალ ადამიანებს ჰხედავდა.ასევე დიდი სიყვარულითა და ნდობით გამოირჩეოდნენ ისინიც მის მიმართ.
ცხოვრობდა ძერჟინსკის ქუჩაზე,თოთხმეტ ნომერში,სადაც ერთი პატარა ბინა ჰქონდა.მძიმედ განიცადა მეუღლის გარდაცვალება და სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა – “გიორგი მერჩულე”.ამ მოვლენით კი უკვდავყო,საკუთარი მეუღლის – ქეთევან ბაქრაძის სახელი სამარადჟამოდ (ლიტერატორი.დევიდ კოპერფილდის მთარგმნელი).
მიუხედავად მისი განუზომელი წვლილისა – პავლე ინგოროყვა არ აირჩიეს,მეცმიერებათა აკადემიის წევრად,მისივე “კეთილისმსურველების” დიდი ძალისხმევის შედეგად.იგი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან,რომ მისთვის აკადემიაში – “ადგილი არ გამოიძებნა”. (საინტერესოა,იმ პერიოდში ბევრი ჰყავდა მისნაირი ხალხი აკადემიას? – გენია.ჯი).
მიუხედავად ამისა,წყენას გარეგნულად არ იმჩნევდა და ხუმრობით იტყოდა ხოლმე – “აკადემია ძერჟინსკის თოთხმეტ ნომერშიაო” (მისივე საცხოვრებელი სახლის მისამართი).
როდესაც ხანმა და ასაკმა თავისი გაიტანა,”დიად ქართველს” მუხლებმა და თვალებმა უმტყუნა.როგორც გამოჩენილი ქართველი მწერალი – ოთარ ჩხეიძე იტყოდა: “სულიღა ამოძრავებდა ამ დაშრეტილ სხეულს. და გვიან,გვიან,დადგა ის დღე,როდესაც უკვე ოთხმოცდაათს მიღწეულს – სულიც გაეყარაო”.
გარდაიცვალა “დიადი ქართველი” მამულიშვილი და სამშობლოსათვის დამაშვრალი კაცი.გარდაიცვალა და რაოდენ სამწუხარო და სამარცხვინოც არ უნდა იყოს ჩვენი ერისთვის,მის კუბოს სულ რამდენიმე უახლოესი ადამიანი მიაცილებდა “უკანასკნელ გზაზე”.რუსთაველზე მისავენებდა ოთხი ქართველი მამულიშვილი – “დიადი ქართველი მამულიშვილის ცხედარს” და მათ შემცვლელიც კი არ ჰყავდათ,რომ ასეთი დიდი ქართველის კუბოს ტარებაში (რაც უდიდესი პატივი გახლდათ თითოეული ქართველისათვის – გენია.ჯი) მიხმარებოდათ მათ. და როდესაც როსტომ ჩხაიძე უზომოდ გადაიღალა,სრულიად შემთხვევითმა გამვლელმა,ყოველ ქართველს “მეტ-ნაკლებად მოსწმინდა სირცხვილი” და მას შეენაცვლა.ამ ღვთისნიერი ქართველის სახელი კი სამუდამოდ უცნობი დარჩა ისტორიისათვის,თუმცა თავისი ღირსეული საქციელით მაინც დაიმკვიდრა თავი ქართველი ერის ხსოვნაში. – (ავტორი გენია.ჯი)