მიგელ დე სერვანტეს საავედრას “უკანასკნელი წუთები”
მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთმა უდიდესმა შემოქმედმა ესპანელმა მწერალმა – მიგელ დე სერვანტეს საავედრამ (1547-1616 წლები),თავისი “ანდერძის” აღმასრულებლად,საკუთარივე მეუღლე – კატილინა შეარჩია.იგი,როგორც იქნა დარწმუნდა,რომარც მის ცოლს,არც დას და არც დისწულს ინკვიზიციის მხრიდან საფრთხე აღარ მოელოდათ.ამიტომ გულდამშვიდებით გაიღიმა და წარმოთქვა:
” – მთელი სასყიდელი უკანასკნელ კაპიკამდე გადახდილია.აწ უფლება მაქვს,დავუტევო მონობის ბუნაგი – ალჟირი. (ავტორი გენია.ჯი) ჩემი ცხოვრება თითქოს ხანგრძლივი გაუგებრობა იყო,ჩემს სიცოცხლეში არ მახსოვს არც ერთი მზიანი დღე,რომ შემძლებოდა ფორტუნის ბორბალზე ზეასვლა.როგორც კი ვიწყებდი მასზე აბობღებას,მაშინვე შეწყდებოდა მისი ტრიალი,ანდა უკუღმა დაგორდებოდა.როგორც არ უნდა ყოფილიყო ჩემი საქმე,მაინც საცოდავი ლიტრის ამბავი მემართებოდა (ესპანური ანდაზა: ქვა მოხვდა ლიტრას,ვაი ლიტრის ბრალიო, და ლიტრა მოხვდა ქვას,მაინც ლიტრის ბრალია – ავტორი გენია.ჯი).ვტოვებ ამ გატანჯულ წუთისოფელს,მივათრევ ზურგზე აკიდებულ მძიმე ლოდს წარწერით,სადაც ამოიკითხავენ ჩემი იმედების დამსხვრევას და განადგურებას,ალბათ,ასე სწყუროდათ ღმერთებს,რომელთა წინაშე არასოდეს მომიხრია ქედი.ბევრი კარგი რამ გავაკეთე,ეს მიმყვება იმედად ცივ სამარეში.
- აღსასრული უფრო ადრე დგება,ვიდრე ვფიქრობდი.მე კი მინდოდა,მენახა მზის ამობრძანება…”
გათენდა.დედამიწამ სიხარული იგრძნო.გენიალურ სერვანტესს სურვილი აუსრულდა,მოესწრო მზის ამოსვლას…
- გააღეთ ფანჯარა… მზეს შემახედეთ!..
კატალინამ თხოვნა შეუსრულა.
მიგემა უკანასკნელად სეავლო თვალი მზის სხივებს და ღიმმორეულმა წაიჩურჩულა:
- ახლა კი მშვიდობით,ლაღო ხუმრობავ,მშვიდობით,ხალისიანო სიცოცხლევ,მშვიდობით,მეგობრებო,ვგრზნობ,რომ ვკვდები და მხოლოდ ის მაიმედებს,საყვარელი სამშობლოს მიწა-წყალი რომ ჩაიკრავს გულში მიგელ სერვანტესის ბებერ ძვლებს… ჩემო მეგობრებო… დამასაფლავეთ წმინდა სამების მონასტერში,ესაა ჩემი უკანასკნელი სურვილი. (ავტორი გენია.ჯი) კატალინა,შენ გიტოვებ ჩმეს “პერსილესსა და სიგიზმუნდას”,ჩემი სიკვდილის შემდეგ უპატრონე მას…
კატალინამ ხელი შეახო ტუჩებზე: მიგელი აღარ სუნთქავდა.
დღე იყო შაბათი,1616 წლის 23 აპრილი.კაცობრიობას მოუკვდა კიდევ ერთი ის გენია,რომელიც შემკული კეთილშობილი მეამბოხის სულით,ტიტანური აზრებითა და ნებისყოფით აღსავსე რაინდის ყველა ღირსებით.მიგელ დე სერვანტეს საავედრა,მიუხედავად საუკუნეების გასვლისა,კაცობრიობის დასაცავად დღესაც ომახიანად გაჰყივის:
“წყვდიადის შემდეგ იმედი მაქვს განთიადისა”. (ავტორი გენია.ჯი)