ბერნჰარდ შლინკი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი გერმანელი მწერალი და იურისტი,ავტორი გახმაურებული ნაწარმოებებისა – “მკითხველი”,”შვილი”,”დაბრუნება” და “სამი დღე” - ბერნჰარდ შლინკი,პირველი დასავლეთბერლინელი მწერალი გახლავთ,რომელსაც უფლება დართეს 1990 წელს,პედაგოგიური მოღვაწეობა დაეწყო აღმოსავლეთბერლინურ “ჰუმბოლდტის” სახელობის უნივერსიტეტში,მაშინ,როდესაც გერმანია ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად გაერთიანებული (გერმანია გაერთიანდა 1990 წლის 3 ოქტომბერს). (ავტორი გენია.ჯი) 1995 წელს,ბერნჰარდ შლინკის მიერ გამოცემული რომანი – “მკითხველი”,გამოქვეყნებისთანავე ბესტსელერად იქცა გერმანიასა და ამერიკაში.ამ ფაქტმა კი,იგი იმ პირველ გერმანელ მწერლად აქცია,რომლის ნაწარმოებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იქცა ბესტსელერად.აღნიშნული რომანი თარგმნილია მსოფლიოს 39 ენაზე.ამავე რომანმა ავტორს მოუტანა - Prix Laure Bataillon (1997 წელს),Hans-Fallada-Preis (1998 წელს) და WELT-Literaturpreis (1999 წელს) პრემიები. (ავტორი გენია.ჯი)